FM97.5 / LIVE

რას ნახავს მაყურებელი ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეებზე

მთავარისაზოგადოება 15.04.2014
26-27 აპრილს მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის და პროფესორ ნანა დემეტრაშვილის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები გაიმართება.

რას ნახავს მაყურებელი ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეებზე
იუბილეს აღნიშვნა 26 აპრილს, 14:00 საათზე, ნანა დემეტრაშვილის მემორიალური დაფის გახსნით დაიწყება. დაფა იმ სახლის კედელზე გაკეთდება, რომელშიც ნანა დემეტრაშვილი ცხოვრობდა.

ამის შემდეგ ნანა დემეტრაშვილის მოღვაწეობის შესახებ ნინო ჩხიკვიშვილის წიგნის პრეზენტაციაა დაგეგმილი.
პარალელურად, მესხეთის თეატრის ფოიეში ნანა დემეტრაშვილის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალა, პუბლიკაციები და კოსტიუმები გამოიფინება.

16:30 საათზე იგეგმება ნანა დემეტრაშვილის გახსენება - რეჟისორის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო.

რას ნახავს მაყურებელი ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეებზემეორე დღეს დაგეგმილია თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, ასევე სემინარი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, თემაზე: ლიტერატურა და თეატრი. სემინარს გაუძღვებიან თემურ ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, მწერალი მაკა ჯოხაძე, მსახიობი ნოდარ მგალოლიშვილი, თეატრის კრიტიკოსი ნათელა არველაძე და სხვა.

ორდღიანი საიუბილეო საღამო მარჯანიშვილის თეატრის, რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლით "გრონჰოლმის მეთოდით" დასრულდება.

ნანა დემეტრაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ფონდ „ნანა დემეტრაშვილის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფონდის დამფუძნებლის და თავმჯდომარის ანა ნიკოლაშვილის თქმით, პროექტის „ქართული სიტყვა მესხეთში“ მთავარი მიზანია ლიტერატურის, ქართული თეატრისა და ეროვნული ცნობიერების პროპაგანდა.

ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო საღამოს გამართვის იდეა მას გასულ წელს გაუჩნდა: „ჩვენი მწერლობის“ რედაქციაში გაიმართა ნანა დემეტრაშვილის საღამო, სადაც გამოიფინა საინტერესო არქივი, ამ დღეს გაჩნდა წიგნის დაწერის იდეაც. ვიფიქრეთ ამ ყველაფერითვის მასშტაბური სახე მიგვეცა“.

ანა ნიკოლაშვილის თქმით, ნანა დემეტრაშვილმა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მესხეთში გაატარა, მის სახელს უკავშირდება რეგიონში სახელმწიფო თეატრის აღდგენა და ქართული სალიტერატურო ენის აღორძინება: „როცა 1967 წელს ნანა დემეტრაშვილი, ახალგაზრდა გუნდთან ერთად მესხეთში ჩამოვიდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახერხა სახელმწიფო თეატრის აღორძინება, მაშინ რეგიონში ჯერ კიდევ რუსული ჯარი იდგა. ფაქტობრივად, სასაზღვრო ზონა იყო ამიტომ ენის კულტურაც არ ვითარდებოდა, თეატრის აღორძინებამ კი შეცვალა ყველაფერი“.

მისივე თქმით, შესაძლებელია ნანა დემეტრაშვილის საღამოები მესხეთში ტრადიციად იქცეს.

„იმდენად საინტერესო კულტურული კერაა, იმხელა ტრადიციების მატარებელია მესხეთის თეატრი, რომ სამომავლოდ ვგეგმევთ 2-3 წელიწადში ერთხელ ახალგაზრდებისთვის სიმპოზიუმები გავაკეთოთ“, - ამბობს ანა ნიკოლაშვილი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების ღონისძიებათა განრიგი
ახალციხეში ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეები დაიწყო
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების პირველი დღე დასრულდა
'ნანა დემეტრაშვილმა 20 წელი გაუძლო ინტრიგებს' - მესხეთში რეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს
მესხეთის თეატრს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს
მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილეს ზეიმობს
ახალციხეში ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება