FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.10.2016
ახალციხის მერიის ორგანიზებით ახალციხეში პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიება 6 ოქტომბერს, მესხეთის სახელმძიფო თეატრში შედგება.

ახალციხეში ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ნანა ცინცაძის პოეზიისა და მუსიკის საღამო მესხეთის თეტრში 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ანსამბლები: „ქართული ხმები“, „ალილო“ და „ჰანგები“ მიიღებენ. ასევე იმღერებენ ქართული ესტრადის მომღერლები – ქეთი გომართელი, ნინო ძოწენიძე, ნანა მესხი, ნათია ქოროღლიშვილი,მარიამ ელიეშვილი, ანი სირაძე, დათო არჩვაძე, გია დავითიანი, ლაშა ღლონტი, მარკუს მეტრეველი და გია ნიკოლაძე.

ღონისძიებისათვის ახალციხის მერიამ ტენდერი 10 800 ლარზე გამოაცხადა. მასში გამარჯვებული ინდ. მეწარმე მანანა ნასიძეა.

როგორც ახალციხის მერიაში ამბობენ, ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო წლის დასაწყისში დაიგეგმა.

„პოეტი ნანა ცინცაძე მისი ცნობადობიდან გამომდინარე შეირჩა. მას ახალციხეზე აქვს შექმნილი ჰიმნი, რომელიც გაჟღერდა ახალციხელობაზე. მის ლექსებზე დაწერილია ბევრი სიმღერა. ეს გეგმიური ღონისძიებაა, წლის დასაწყისშივე ჩასმული იყო“ ,– განმარტავენ მერიაში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
10 000 ლარი პოეზიის საღამოსთვის
ახალციხეს მურმან ჯინორია და ლაშა ღლონტი ესტუმრებიან
ახალციხეში პაატა გულიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების ღონისძიებათა განრიგი
ახალციხეში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა [ფოტო]