FM97.5 / LIVE

'ნანა დემეტრაშვილმა 20 წელი გაუძლო ინტრიგებს' - მესხეთში რეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს

მთავარისაზოგადოება 26.04.2014
მესხეთის თეატრის ფოიეში, ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების ფარგლებში, მისი შემოქმედების ამსახველი ფოტოები, პუბლიკაციები და სასცენო დეკორაციები გამოიფინა და მისი მოღვაწეობის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

'ნანა დემეტრაშვილმა 20 წელი გაუძლო ინტრიგებს' - მესხეთში რეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს
მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფოიეში გამოფენილ სპექტაკლების ფოტოებს, საგაზეთო პუბლიკაციებს, კოლეგებთან და მუშაობის პერიოდში გადაღებული ფოტოებსა და ნანა დემეტრაშვილის მიერ დადგმული პიესების სასცენო დეკორაციებს ერთი რამ აერთიანებდა, ყველა მათგანი იმ პერიოდიდან იყო, რა პერიოდშიც ნანა დემეტრაშვილი მესხეთში მოღვაწეობდა.

ნანა დემეტრაშვილის ქალიშვილი, ანა ნიკოლაშვილი, რომელიც საიუბილეო დღეების ავტორი და სულისჩამდგმელია, ამბობს, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი და საინტერესო არქივიდან, რაც ნანა დემეტრაშვილმა დატოვა და რაც მას მესხეთთან აკავშირებს.

„იმდენად საინტერესო მასალები აღმოვაჩინეთ საორგანიზაციო პერიოდში, ძნელი იყო შერჩევა. შევეცადეთ მაქსიმალურად წარმოგვეჩინა ყველაფერი“, - ამბობს იგი.

'ნანა დემეტრაშვილმა 20 წელი გაუძლო ინტრიგებს' - მესხეთში რეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს

გამოფენის პარალელურად, თეატრის ფოიეში ნანა დემეტრაშვილის მოღვაწეობის შესახებ ნინო ჩხიკვიშვილის წიგნის - „მესხური ოდისეა“, პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი ამბობს, რომ წიგნის დაწერის იდეა ნანა დემეტრაშვილის სიცოცხლის პერიოდშივე გაუჩნდა.

„ცუდად რომ იყო, მითხრა, აუცილებლად გამოვჯანმრთელდები და წიგნისთვის საარქივო მასალებს მესხეთიდან მე თვითონ ჩამოგიტანო. საოცრად ოპტიმისტი იყო. არქივის ჩამოტანა მის ქალიშვილს მოუწია“, - იხსენებს ნინო ჩხიკვიშვილი.

წიგნში ნანა დემეტრაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. აქვეა პირადი მიმოწერები, მაყურებელთა შთაბეჭდილებები, მათი მადლობის წერილები, ლექსები და ჩანახატები...

გამოფენის სტუმრები მთელი საღამოს განმავლობაში იხსენებდნენ ნანა დემეტრაშვილს.

„ნანა დემეტრაშვილს ყოველდღე სჭირდება გახსენება, რადგან მან შექმნა არაჩვეულებრივი თეატრი. მას ყოველთვის გავაჯიბრებ ნებისმიერ გმირს, იმ პირობებში თეატრის შექმნა ძალიან რთული იყო“, - ამბობს საქართველოს კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი და ამატებს, რომ მესხეთში უცილებლად უნდა იყოს მისი სახელობის თეატრი და ქუჩა.

„20 წელი არცერთ ახალშექმნილ თეატრს და ხელმღვანელს არ უმოღვაწია. ამდენი ხანი გაუძლო ინტრიგებს, სხვადასხვა წინააღმდეგობებს, პრობლემებს, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება“, - ამბობს ნოდარ მგალობლიშვილი.

შეგახსენებთ, მესხეთში ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეები დღეს, 26 აპრილს, მემორიალური დაფის გახსნით დაიწყო.

'ნანა დემეტრაშვილმა 20 წელი გაუძლო ინტრიგებს' - მესხეთში რეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეები დაიწყო
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების ღონისძიებათა განრიგი
რას ნახავს მაყურებელი ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეებზე
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების პირველი დღე დასრულდა
მესხეთის თეატრს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს
გამოფენა, სპექტაკლები, სტუმრები, ფეიერვერკი - ქართული თეატრის დღე მესხეთში აღნიშნეს
მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილეს ზეიმობს