FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილეს ზეიმობს

მთავარისაზოგადოება 14.01.2015
ქართული თეატრისა დღესა და მესხეთის თეატრის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მესხეთის სახელმწიფო თეატრში მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებები იმართება.

მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილეს ზეიმობს

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ - „გაყრას“ უკავშირდება. 2015 წელს ქართული პროფესიული თეატრის აღდგენიდან - 165, მესხეთის (ახალციხის) დრამატული თეატრის დაარსებიდან კი 140 წლისთავი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 14 იანვარს - ქართული თეატრის დღეს მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებებით აღნიშნავს.

15:30 საათზე, თეატრის, მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ორგანიზებით, მესხეთის (ახალციხის) თეატრის ფოიეში მოეწყობა გამოფენა "ქართული კერა მესხეთში". ექსპოზიცია ქართული პროფესიული თეატრის ყველა ღირსშესანიშნავ მოვლენასა და მესხეთის (ახალციხის) თეატრის ისტორიას ასახავს.

ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი წარმოდგენილი იქნება საზეიმო საღამოს სახით - შედგება ვიდეორგოლის (რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი) პრეზენტაცია, რომელშიც ქართული პროფესიული თეატრის უახლოესი პერიოდის წარმატებები და მიღწევებია ასახული. საქართველოს თეატრების ცნობილი მსახიობები გაითამაშებენ ნაწყვეტებს სხვადასხვა სპექტაკლებიდან. საზეიმო ვითარებაში სამინისტროს მიერ საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან მესხეთის (ახალციხის) დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბებაში.

საზეიმო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მთავრობის სხვა წევრები და თეატრის მოღვაწეები დაესწრებიან.

სწორედ ამ ღონისძიებების ფარგლებშია დაგეგმილი მესხეთის თეატრში თბილისის ნ.დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის "ჩვენ გველის დიდება“ ჩვენება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოფენა, სპექტაკლები, სტუმრები, ფეიერვერკი - ქართული თეატრის დღე მესხეთში აღნიშნეს
მესხეთის თეატრში მიუზიკლი „ჩვენ გველის დიდება“ გაიმართება
მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილესა და ქართული თეატრის დღეს ზეიმობს [Photo]
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
მესხეთის თეატრის მსახიობები ბათუმში სპექტაკლს გამართავენ
ჯილდო მესხეთის თეატრის ხელმძღვანელს
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა