FM97.5 / LIVE

4 აპრილიდან წიგნები "ხეტიალს" ახალციხეშიც იწყებენ

მთავარისაზოგადოება 04.04.2014
"გამარჯობა! მე მოხეტიალე წიგნი ვარ, ჩემმა პატრონმა სამოგზაუროდ გამომიშვა. გამიყოლე, წამიკითხე და რომ დაასრულებ, სადმე დამტოვე", – მსგავსი წარწერით წიგნები 4 აპრილიდან, ახალციხეში, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იპოვოთ.

4 აპრილიდან წიგნები "ხეტიალს" ახალციხეშიც იწყებენ
იდეის თანახმად, იმან, ვინც წიგნს იპოვის, აუცილებლად უნდა წაიკითხოს და მერე ისევ ქალაქში, სადმე დატოვოს. აუცილებლად უნდა მიწეროს როდის და სად ტოვებს, ეს იმისთვის, რომ წიგნი არ დაიკარგოს.

მოხეტიალე წიგნები” – წამოწყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ ბლოკადას.

4 აპრილიდან წიგნები "ხეტიალს" ახალციხეშიც იწყებენ"მოხეტიალე წიგნები" პირველად თბილისში, 1-ელ აპრილს გამოჩნდა. იდეის ერთ–ერთი ავტორი მწერალი ჯაბა ზარქუაა, რომელსაც სურდა წიგნები რაღაც ფორმით მკითხველამდე მიეტანა. იდეა მთელმა თბილისმა აიტაცა. სამ დღეში ფეისბუქის გვერდს უკვე 32.300-მდე მოწონება აქვს და ათობით წიგნი დევს თბილისის ქუჩებში. თბილისში უკვე პირველი მპოვნელებიც გამოჩნდნენ. წიგნების გამგზავნებიც და მპოვნელებიც მათ ფოტოებს უღებენ და ყველა ეს ფოტო შემდეგ ფეისბუქის გვერდზე იყრის თავს.

4 აპრილიდან წიგნები "ხეტიალს" ახალციხეშიც იწყებენმალე თბილისს სხვა ქალაქებიც აყვნენ. წიგნები უკვე "დადიან" ქუთაისში, რუსთავსა და გორში. 4 აპრილიდან აქციაში ახალციხეც ჩაერთო. ახალციხის ქუჩებში უკვე შეიძლება იპოვოთ ჯორჯ ორუელის "1984", მირზა გელოვანის "100 ლექსი", თამთა მელაშვილის "გათვლა" და დანიელ პენაკის "რომანივით საკითხავი". წიგნების მეპატრონეები გვიმხელენ, რომ საწყის ეტაპზე წიგნების დასადებად ხალხმრავალი ადგილები, ქალაქის პარკები შეარჩიეს.

4 აპრილიდან წიგნები "ხეტიალს" ახალციხეშიც იწყებენახალციხელთა ნაწილი წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ქალაქში, სადაც ადგილობრივებმა პარკებში განათებები და სკამები დაამტვრიეს, წიგნებს არავინ გაუფრთხილდება და შესაბამისად, იდეა თავიდანვე განწირულია. რა ბედი ეწევა სამოგზაუროდ გაშვებულ წიგნებს, არავინ იცის, თუმცა, რამდენიმე ადამიანმაც რომ წაიკითხოს ქალაქში ნაპოვნი წიგნი, შედეგი მაინც მიღწეული იქნება.

მას ვისაც აქციაში ჩართვის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია ეწვიოს გვერდს ფეისბუქზე "მოხეტიალე წიგნები ახალციხეში". გვერდი გუშინ, 3 აპრილს საღამოს შეიქმნა და ამ დროისთვის 178 მოწონება აქვს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალი ‘მოხეტიალე წიგნები’ გამოჩნდა

ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – აქციაში ახალციხე ჩაერთო
სამმაგი ხარჯი სასკოლო წიგნებისთვის
ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ
ახალციხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა
ვაჩუქოთ ბავშვებს წიგნები