FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალი ‘მოხეტიალე წიგნები’ გამოჩნდა

მთავარისაზოგადოება 07.04.2014
ბოლო 3 დღეში, ახალციხის ქუჩებში ხუთი ახალი მოხეტიალე წიგნი გამოჩნდა და ერთი სამოგზაუროდ კურორტ აბასთუმანში 'წავიდა'. 'მოხეტიალე წიგნების' აქციის ორგანიზატორი ახალციხეში 'სამხრეთის კარიბჭეა', იდეის განხორციელებას შეუერთდნენ სტუდენტები, არასამთავრობოები და სკოლის მოსწავლეები.

ახალციხეში ახალი ‘მოხეტიალე წიგნები’ გამოჩნდა

წიგნი „რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“ ერთმა ქალბატონმა ახალციხის ცენტრში, შოთა რუსთაველის ძეგლთან იპოვა და აბასთუმანში წაიღო. მან „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ წაიკითხავს და ისევ უკან, ახალციხეში დააბრუნებს.

ამათ გარდა,7 აპრილიდან ახალციხეში უკვე „ხეტიალობენ“: ჯერომ სელინჯერის "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში", უოლტერ სკოტის „აივენჰო“, სტანისილავ ლემის „მაგელანის ღრუბელი", აკა მორჩილაძის "გადაფრენა მადათოვზე და უკან" და შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი".

პირველი მოხეტიალე წიგნი ახალციხეში 4 აპრილს გამოჩნდა. ადგილობრივმა თემურ გოგოლაძემ ქალაქის ცენტრში, ამაღლების ეკლესიის ეზოში მირზა გელოვანის „100 ლექსი“ დატოვა. ამავე დღეს, „სამხრეთის კარიბჭემ“ აქციას ორგანიზებული სახე მისცა, გააკეთა გვერდი ფეისბუქზე, სახელწოდებით - „მოხეტიალე წიგნები ახალციხეში“ და ქალაქში სამი წიგნი: ჯორჯ ორუელის "1984", თამთა მელაშვილის "გათვლა" და დანიელ პენაკის "რომანივით საკითხავი" გაუშვა. "მოხეტიალე წიგნების" აქცია თბილისში, 1-ელ აპრილს დაიწყო. იდეის ავტორი მწერალი ჯაბა ზარქუაა, რომელსაც სურდა წიგნები რაღაც ფორმით მკითხველამდე მიეტანა.

აქციაში ჩართვის მსურველები „სამხრეთის კარიბჭეს“ უკვე ეხმაურებიან. 7 აპრილს დილით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტიდან“ შემოუერთდნენ. ცირა მესხიშვილმა უოლტერ სკოტის „აივენჰო“ გაუშვა სახეტიალოდ. სამი წიგნი გაათავისუფლეს სტუდენტებმა მედეა კოპაძემ და ნათია ყურმაშვილმა. მათი ერთი წიგნი, ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“, მკითხველმა უკვე იპოვა.

აქციაში ჩართვა მარტივია: მსურველი იღებს სასურველ წიგნს, მასზე უკეთებს წარწერას: „გამარჯობა! მე მოხეტიალე წიგნი ვარ, ჩემმა პატრონმა სამოგზაუროდ გამომიშვა. გამიყოლე, წამიკითხე და რომ დაასრულებ, სადმე დამტოვე. არ დაგავიწყდეს, მიმაწერო ადგილი და თარიღი, სად ჩამომსვამ" და ტოვებს ქალაქში, რა ადგილზეც სურს. პარალელურად, წიგნს უღებს ფოტოს და აგზავნის ფეისბუქის გვერდზე „მოხეტიალე წიგნები ახალციხეში“, იმისთვის, რომ წიგნის შესახებ ადგილობრივებმა გაიგონ. აქციის დატვირთვაა პოლიტიზებული მოსახლეობის გადართვა ლიტერატურაზე.

ფეისბუქის გვერდი „მოხეტიალე წიგნები ახალციხეში 4 აპრილს შეიქმნა და სამ დღეში უკვე 700-ზე მეტი მოწონება აქვს.

ახალციხეში ახალი ‘მოხეტიალე წიგნები’ გამოჩნდა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

4 აპრილიდან წიგნები "ხეტიალს" ახალციხეშიც იწყებენ

‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა
ახალი წიგნი მაკულატურის ნაცვლად – აქცია ახალციხეში
ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
მუსხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადასცეს
ვაჩუქოთ ბავშვებს წიგნები