FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადმინისტრაციულ დაყოფაზე ვერ თანხმდებიან [Video]

მთავარიპოლიტიკა, ვიდეო 28.03.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის საკითხმა დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირა, შედეგად, ერთ-ერთმა დეპუტატმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. საკითხები, რაზეც დეპუტატები ვერ თანხმდებიან.

ახალციხეში ადმინისტრაციულ დაყოფაზე ვერ თანხმდებიან [Video]
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 მარტს გამართულ სხდომას 26 დეპუტატიდან 23 დაესწრო. სხდომაზე 15 საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის თანამდებობიდან გადაყენებას და დროებით მის შემცვლელად მალხაზ ჟუჟუნაძის დანიშვნას შეეხებოდა. მომდევნო საკითხი კი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა იყო.

საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის ორი სავარაუდო ვარიანტი წარუდგინა. ერთ შემთხვევაში საუბარია, რომ ჩამოყალიბდეს ახალციხე, როგორც თვითმმათველი ქალაქი და დანარჩენი სოფლები მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტად დაიყოს. მეორე ვარიანტი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ თვითმმართველ ქალაქად და ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფას გულისხმობს.

დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ რაც უფრო მეტი ადმინისტრაციული ერთეული იქნება, მით უკეთესია. მეორე ნაწილი კი ირწმუნებოდა, რომ ახალციხის სოფლების რამდენიმე მუნიციპალიტეტად დაყოფა გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

საბოლოოდ, კენჭი მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფას უყარეს. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან სამმა კენჭისყრაზე უარი განაცხადა, 16 მომხრე იყო, 1 მოწინააღმდეგე.



ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ტალახაძე წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ დეპუტატები მოუმზადებლები იყვნენ. სწორედ ტალახაძემ დატოვა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა.

ახალციხეში ადმინისტრაციულ დაყოფაზე ვერ თანხმდებიან [Video]„გუშინ საღამოს დამირეკეს, რომ ტარდებოდა საკრებულოს სხდომა. ეს პროექტი, რომელიც ოლეგ სანდროშვილმა დღევანდელ სხდომაზე გამოიტანა, ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. სხდომაზეც დავაფიქსირე, რომ ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არ არის. მე როგორც დეპუტატი ვიდრე მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხს არ გავივლი და არ შევთანხმდები, თანხმობას ვერ მივცემ. ეს არის პირადად ოლეგ სანდროშვილის ინტერესი და ამ საკითხზე თანახმა მხოლოდ საკრებულოს ბიუროს წევრები იყვნენ. ისინი ეუბნებოდნენ დეპუტატებს, რომ კენჭი ეყარათ და ხელი აეწიათ“, - ამბობს ნოდარ ტალახაძე.

მისივე თქმით, არაქართველ დეპუტატებს, რომლებსაც ქართული კარგად არ ესმით და არ არიან ამ საკითხში გარკვეულები, ხელი ააწევინეს.

„ეს გადაწყვეტილება არის ცალმხრივი. პროტესტის ნიშნად მე ვტოვებ დღევანდელ სხდომას და ბათილად ჩაითვალოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ტალახაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ახალციხის მკვიდრი ნაირა სამსონიძეც ესწრებოდა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ტერიტორიულ ორგანოდ დაყოფას აპროტესტებს, თუმცა, სხდომაზე აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს. „სამხრეთის კარიბჭესთან“ კი ნაირა სამსონიძემ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებად დაყოფისას მოსახლეობის აზრი უნდა გაითვალისწინონ.

„მათ უფლება არ აქვთ გადაწყვეტილება მიიღონ მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე. მხოლოდ 26 კაცი არ არის ახალციხის რაიონი. ვეთანხმები იმას, რომ ახალციხე გახდეს თვითმმართველი ქალაქი, რადგან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქალაქში უნდა იყოს მერი, მაგრამ რაც შეეხება სოფლების რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულად დაყოფას, ამას არ ვეთანხმები. ვერ დავეთანხმები იმას, რომ ანი, ელიაწმინდა, სვირი, ბოგა, ტატანისი, მიქელწმინდა, წირა, წყრუთი ერთ მუნიციპალიტეტში იყოს და ცენტრი წყრუთში იყოს“, - ამბობს ნაირა სამსონიძე.

მისივე თქმით, გეოგრაფიულად აღნიშნული სოფლები ერთმანეთს არ უკავშირდება, ამიტომ მოსახლეობა ურთიერთობას ვერ შეძლებს: „ეს ერთი უმნიშვნელო დეტალია და გარდა ამისა კიდევ უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი“.

ახალციხეში ადმინისტრაციულ დაყოფაზე ვერ თანხმდებიან [Video]ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, ეს არის მხოლოდ პროექტი, რომელიც განხილვის საგანია და დღეს გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო.

„მათ ეგონათ, რომ დღეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მაგრამ ეს არის უბრალოდ პროექტი. მუნიციპალიტეტი შეისწავლა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, შესაბამისმა სამსახურებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ აქვთ ამის შესახებ ვრცელი კვლევა გაკეთებული, რის მიხედვითაც მივიდნენ იმ ვარიანტებამდე, რომელიც უფრო ოპტიმალური იყო“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა და მოსახლეობის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თვითმმართველობის შეცვლილი კოდექსი განიხილეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 დეპუტატი სახელფასო დანამატს არ აიღებს
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
არის თუ არა ლეგიტიმური ის სხდომა, რომელზეც ხელფასების მატება დაამტკიცეს

ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჩაშლილი სხდომა განახლდა