FM97.5 / LIVE

ახალციხეში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება

მთავარისაზოგადოება 11.03.2014
ახალციხეში, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში, „ტალიტა-კუმი“, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება. შესული თანხით ადმინისტრაცია სამუშაო მასალების შეძენას გეგმავს.

ახალციხეში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება
გამოფენა-გაყიდვა „ტალიტა -კუმში“ 11 მარტს, დღეს, გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება. მსურველებს თექის აქსესუარების: თმისაკეთების, პეპლების, ყვავილების, კალათების და ა.შ. შეძენა ახალციხეში, გვარამაძის ქუჩა N42-ში, 14:00-დან 16-00 საათამდე შეუძლიათ.

„შემოსული თანხით ახალი მასალას შეძენას ვგეგმავთ“, - ამბობს ცენტრის პედაგოგი, ფიზიოთერაპიის ასისტენტი მელანო ჩილინგარაშვილი.

„ტალიტა კუმში“ რეაბილიტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 10 პირი გადის, მათი ასაკი 15 წლის ზემოდან იწყება. ბენეფიციარები ცენტრში არტ-თერაპიის კურსს გადიან, სწავლობენ მუსიკას, სხვადასხვა ხელსაქმეს, სომეხი ეროვნების ბენეფიციარები - ქართულ წერა-კითხვას.

ცენტრი დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს. ბენეფიციარებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პანდუსიანი მიკროავტობუსი ემსახურება. „ტალიტა-კუმში“ მათ ერთჯერადი კვებაც აქვთ.

ახალციხის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებული შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრი „ტალიტა კუმი“ ახალციხეში ოთხი წელია არსებობს, თუმცა ოფიციალურად და საზეიმოდ წელს, 8 მარტს გაიხსნა და იკურთხა. საზეიმო გახსნას მართლმადიდებელი და კათოლიკე სასულიერო პირები დაესწრნენ. ცერემონიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იყვნენ დაპატიჟებული, თუმცა მათგან არავინ მისულა.

შშმ მქონე პირების სარეაბილიტაციო ცენტრი „ტალიტა კუმი“ ბერლინის „MALTESER” ორგანიზაციის, ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის „კამელიელი სნეულთა მსახურნის“ და წმ. ნინოს დების კონგრეგაციის წევრთა ერთობლივი პროექტია.
„ტალიტა კუმში“ ამბობენ, რომ ცდილობენ მათი დღეები ერთფეროვანი არ იყოს. ხშირად აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს.
უახლოეს დღეებში ბენეფიციარები მშობლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში, მამა გაბრიელის ნეშტის მოსალოცად გაემგზავრებიან. მგზავრობის ხარჯს ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის „კამელიელი სნეულთა მსახურნის“ ხელმძღვანელი მამა პავლე დილი და ადგილობრივი თვითმმართველობა დაფარავს.

„მართალია ადგილობრივი თვითმმართველობიდან ცენტის გახსნაზე არავინ მოვიდა, მაგრამ მოსალოცად წასვლაში გვეხმარებიან. მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ექნება სურვილი, შემოწირულობის ან ქველმოქმედების სახით დაგვეხმარონ, ამით შევძლებთ ბენეფიციარები საზაფხულო ბანაკში წავიყვანოთ“, - ამბობს მელანო ჩილინგარაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება

'ტალიტა კუმის' ბენეფიციარებმა ღონისძიება გამართეს [Photo]
ახალციხელი ახალგაზრდების საჩუქარი „ტალიტა–კუმს“
ახალციხეში შშმ პირები საახალწლო გამოფენა–გაყიდვას გამართავენ [R]
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა