FM97.5 / LIVE

შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.01.2020
დღეს, 16 იანვარს, ახალციხეში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ტალიტა კუმში“ საშობაო ღონისძიება „ზამთრის ზღაპარი“ გაიმართა.

შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

ღონისძიებაში მონაწილეობა დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.

ღონისძიების დროს, სტუმრებისთვის ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„ჩავატარეთ ზეიმი, რისთვისაც დიდი ხანი ვემზადებოდით. ძალიან მიხარია, ყველას გილოცავთ ახალ წელს“, – ამბობს „ტალიტა კუმის“ ბენეფიციარი ანა მაღლაკელიძე.

როგორც, ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათი ბენეფიციარები ხშირად არიან მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართულნი.

„წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებას ვატარებთ – საშობაოს, საშემოდგომოს, საგაზაფხულოს. ვაკეთებთ იმიტომ, რომ მათ უფრო გაუადვილდეთ ადაპტაცია საზოგადოებაში“, – ამბობს „ტალიტა კუმის“ მენეჯერი ქრისტინე ლაზარიშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომის პაპის წარმომადგენელი და ბენეფიციარების მშობლები. დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ.

შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ტალიტა კუმი“ ახალციხეში 2014 წლიდან ემსახურება ბენეფიციარებს.

შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ტალიტა კუმის' ბენეფიციარებმა ღონისძიება გამართეს [Photo]
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება

ახალციხელი ახალგაზრდების საჩუქარი „ტალიტა–კუმს“
ახალციხეში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება
შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ პირების საახალწლო ნამუშევრები გამოფინეს
ახალციხეში ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული დასრულდა