FM97.5 / LIVE

ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?

მთავარიპოლიტიკა 26.03.2014
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველ პირს მესამედ შეარჩევენ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბლიაძემ ამ პოსტზე მხოლოდ ერთი წელი იმუშავა და თანამდებობა სასამართლოს გადაწყვეტილებით დატოვა.

ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?
ბლიაძის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყვეს. თვითმმართველობას ჯერ ოფიციალური დოკუმენტი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ არ ჩაბარებია.

საკრებულო ბლიაძის შემცვლელის შერჩევაზე მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ იმსჯელებს.

„საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტს თუ ვინ შეასრულებს გამგებლის მოვალეობას. არსებული კანონმდებლობით გამგებელს სწორედ საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავს საკრებულოსთან შეთანხმებით“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბლიაძეს გირაო 4 000 ლარი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 25 მარტს შეუფარდა, ასევე 25 მარტს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ახალციხის სასამართლოში ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ
ახალციხის ყოფილი გამგებლის საქმე სრულდება