FM97.5 / LIVE

ახალციხის საბავშვო ბაღებში ექთნები დაბრუნდნენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.03.2014
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ექთნის შტატი დაუშვეს. ექთნები ბაღებში დღეიდან, 4 მარტიდან შევიდნენ, თუმცა, ჯერ მათ არანაირი მედიკამენტი არ აქვთ.

ახალციხის საბავშვო ბაღებში ექთნები დაბრუნდნენ
საბავშვო ბაღებში ამბობენ, რომ ექთნის არსებობა ბაღისთვის აუცილებელია.

„ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვს გული წასვლია, ან კრუნჩხვებში ჩავარდნილა. ამ დროს აუცილებელია პროფესიონალი, რომელიც პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს“, - ამბობს პირველი საბავშვო ბაგის მენეჯერი თამარ ქიმერიძე.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნანა გელაშვილის განმარტებით, კადრები სოფლების საბავშვო ბაღებისთვისაც შეარჩიეს. ექთნებად ის ექიმები მოიწვიეს, რომლებიც სხვადასხვა დროს ახალციხის ყოფილი რაიონული საავადმყოფოდან და პოლიკლინიკიდან შეამცირეს.

გელაშვილის თქმით, ექთნებისთვის ბაღებში უკვე გამოიყო ოთახები, თუმცა, პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები და ინსტრუმენტები ჯერ არ აქვთ: „ინვენტარს ახლო მომავალში შევიტანთ. რაც შეეხება პირველად სამედიცინო სამკურნალო საშუალებებს: სპირტს, ბამბას და შესახვევ მასალას, ამ ეტაპზე ბაღებში ჯერ არ არის“.

როგორც გელაშვილი ამბობს, მედიკამენტებით ექთნებს უახლოეს პერიოდში მოამარაგებენ.

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარდა ექთნებს ბაღების სანიტარული და ჰიგიენური პირობების შემოწმებაც ევალებათ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში რვა ექთანს  ამატებენ
რატომ არ ჰყავთ  ლოგოპედი  საბავშვო ბაღებში
როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები ახალციხის საბავშვო ბაღებში
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
როდის განახლდება სწავლა ახალციხის ბაღებში?
ახალციხის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს ®