FM97.5 / LIVE
დადებული პირობა და მიზეზი, რის გამოც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წყალმომარაგების კომპანიის წერილზე პასუხის გაცემა დაიგვიანა.">

გამგებლის მრჩევლის დაპირებული პასუხი ”სამხრეთის კარიბჭეს”

მთავარიპოლიტიკა 07.06.2013
გასულ კვირას დადებული პირობა და მიზეზი, რის გამოც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წყალმომარაგების კომპანიის წერილზე პასუხის გაცემა დაიგვიანა.

გამგებლის მრჩევლის დაპირებული პასუხი ”სამხრეთის კარიბჭეს”
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გოჩა პარუნაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, სარემონტო სამუშაობის შემდეგ გზა გადათხრილი არ დატოვოს, არ ასრულებს.

პარუნაშვილის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამგეობაში შეტანილ წერილზე პასუხის გაცემაც ამ მიზეზით შეფერხდა. წყალმომარაგების კომპანია წყლის დაზიანებული მილის გამო გამგეობიდან გზის გადათხრის ნებართვას ითხოვდა, ამ დროისთვის კი მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა.

”თითქმის მთელი ქალაქი გადათხრილი იყო, სისტემატურად ითხოვენ ნებართვას გზის გადათხრაზე, შემდეგ თხრიან და ტოვებენ. ამიტომ ვუთხარით, რომ ჯერ გადათხრილი ქუჩები მოეწესრიგებინათ და 9 აპრილის ქუჩაზე გადათხრის ნებართვას ამის შემდეგ მივცემდით”, - ამბობს პარუნაშვილი.

მისი თქმით, ქალაქში დაზიანებული წყლის გამო გზა გადათხრილი 8 ადგილზე იყო: ”ეს ქალაქის იერსახეს აზიანებს, ასევე ქმნის საავარიო სიტუაციებს”.

პარუნაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც წყალმომარაგების კომპანიამ დაზიანებული ქუჩები შეაკეთა, 9 აპრილზე ქუჩის გადათხრის ნებართვაც მიიღო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრქუტურის სამსახურის წარმომადგენლის გია ქასრაშვილის განცხადებით, წერილზე პასუხის გაცემა იმიტომ დაგვიანდა, რომ წყალმომარაგების კომპანიამ 9 აპრილის ქუჩაზე ასფალტის საფარის აყრის შემდეგ მის კვლავ დაგებაზე უარი განაცხადა: ”მოგვიანებით სათაო ოფისთან შეთანხმდნენ, ნებართვა აიღეს, რომ დაზიანებულ გზას შეაკეთებენ და ამის შემდეგ პასუხის გაცემა არც ჩვენგან დაგვიანებულა”.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ორშაბათს ტრადიციულ თათბირზე გამგეობაში უპასუხოდ დარჩენილი წერილების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება კი წყალმომარაგების კომპანიის წერილზე გაამახვილეს. როგორც გასულ კვირას პარუნაშვილმა განაცხადა, მან აღნიშნულის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭისგან” შეიტყო. სწორედ ამიტომ დადო მან პირობა გაზეთთან, რომ ერთ კვირაში აღნიშნულ ამბავს გაარკვევდა და დამნაშავეს სათანადოდაც დასჯიდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის აღდგენას ითხოვენ
რას დაპირდა გამგებლის მრჩეველი ”სამხრეთის კარიბჭეს”
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
გადათხრილი ქუჩები და დატბორილი გზები – რატომ ზიანდება ხშირად ახალციხეში წყლის სისტემა
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?