FM97.5 / LIVE

სისხლიანი გარჩევა ახალციხეში

მთავარისაზოგადოება, სამართალი 30.06.2012
გუშინ ღამით ახალციხის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ზურაბ ძოწენიძესა და რაბათში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულ კახაბერ ბერიძეს შორის შელაპარაკება სისხლიანი გარჩევით დასრულდა. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სისხლიანი გარჩევა ახალციხეში

შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე სისხლის კვალი ჯერ ისევაა.

როგორც თვითმხილველები ”სამხრეთის კარიბჭესთან” პირად საუბარში ამბობენ, შელაპარაკება პატრულის თანამშრომლებსა და რაბათში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულებს შორის მოხდა, რომლებიც რაბათში სამუშაოდ ქალაქ რუსთავიდან ჩამოვიდნენ: ”ყველა მთვრალი იყო. ზურაბ ძოწენიძეს თან მირზა მანჩხაშვილიც ახლდა. შელაპარაკდნენ, ერთმანეთს აღარ დაუთმეს და ბერიძემ ძოწენიძე დაჭრა”.

დაშავებულები, ძოწენიძე და ბერიძე, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში დაახლოებით 00:30 საათზე მიიყვანეს.

- ”ზურაბ ძოწენიძე თანამშრომლებმა მოიყვანეს. აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობა გულმკერდის არეში. ასევე სისხლმდენი ჭრილობა ჰონდა მარცხება ბარძაყის არეში, წელზე მარცხნივ და კისერზე”, - გვიხსნის ახალცხიის რაიონული საავამდყოფოს მორიგე ქირურგი გენადი ხატიძე.

მისივე თქმით, ძოწენიძეს ჩაუტარდა პირველადი დახმარება, ჭრილობა გაიკერა, გულმკერდის არეში არსებული ნაიარევი დაუტამპონდა და რადგან მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, შეჩერებული ჰქონდა სისხლდენა, მკურნალობისა და გამოკლვევის მიზნით თბილისში, შესაბამის კლინიკაში კატასტროფის სამსახურმა გადაიყვანა.

- ”როგორც ვიცი, ერთმანეთში მოუხდათ შელაპარაკება ძოწენიძესა და ბერიძეს. რაც შეეხება ბერიძის მდგომარეობას, თავზე, თხემის არეში ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა. დავუმუშავეთ, გავუკერეთ, გასინჯა ნევროპათოლოგმა. ჩაუტარდა რენდგენოგრაფიული გამოკლვევაც”, - ამბობს ხატიძე და ამატებს, რომ ბერიძემ სტაციონარში დარჩენასა და მკურნალობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ბერიძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ სტაციონარში მკურნალობაზე უარს საკუთარი სურვილით აცხადებდა.

- ”საღ აზრზე იყო, სისხლდენაც შეჩერებული ჰქონდა. საავადმყოფოდან ბერიძე პოლიციამ წაიყვანა”, - გვითხრა ხატიძემ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიის გამო ექვსი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში 55 წლის კაცს გველმა უკბინა
ხუმრობა თუ სისხლიანი გარჩევა – რა მოხდა რაბათში
'მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა'– ახალციხის საავადმყოფოში 84 წლის კაცი შეიყვანეს
ახალციხესთან ახლოს მანქანა ხევში გადავარდა
ასპინძაში მკვლელობა მოხდა
ახალციხეში 'ბოლო ზარი' ავტოავარიით დასრულდა