FM97.5 / LIVE

სტიქიის გამო ექვსი ადამიანი დაშავდა

მთავარისაზოგადოება 25.06.2012
ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ურავლისკენ მიმავალ გზაზე კლდე ჩამოინგრა და ავტომობილი გზიდან გადააგდო. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სტიქიის გამო ექვსი ადამიანი დაშავდა

კლდის ნაშალმა გზაზე მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადააგდო. შემთხვევა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან, შაბათს საღამოს მოხდა.

ერთ-ერთი დაშავებული, ოთარ კაპანაძე მეგობრებთან ერთად, ურაველში ტაქსით მიდიოდა.

“ტაძართან რომ მისულან, პირჯვარი გადაუწერიათ და ამის შემდეგ არავის არაფერი ახსოვს – გვიამბობს ოთარ კაპანაძის მამა ავთანდილ კაპანაძე, - ამოსულა ოთარი მანქანიდან და იქვე, რესტორნამდე ცდილობდა მისვლას, რომ ვინმესთვის შველა ეთხოვა. ამ დროს ურავლიდან მანქანას გამოუვლია, სისხლიანი რომ დაუნახავთ გაუჩერებიათ. მათ დაურეკავთ სასწრაფოსთვის და მაშველებთანაც”.

დაშავებულები ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში დაახლოებით 20:00 საათისთვის მიიყვანეს. მათ შორის ყველაზე მძიმედ გუჯა კოპაძე იყო.

“სახეზე ჰქონდა ჭრილობა და დაჟეჟილობა, ასევე დაჟეჟილი ჰქონდა ხერხემალი მთელ სიგრძეზე და თირკმელი მარჯვენა მხარეს”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი დათო ჯინჭველძე.

კოპაძე ერთი დღით სტაციონარში დატოვეს. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გართულება არ მოჰყოლია, ამიტომ გაწერეს და ამჟამად შინ მკურნალობს.

ამბულატორიულად მკურნალობს ოთარ კაპანაძეც.

“ოთარს საფეთქლის არეში დიდი, 10-12 სანტიმეტრი სიგრძის ჭრილობა ჰქონდა. მარჯვენა მხარეს კანის მთლიანი დაზიანება აღენიშნებოდა. მძღოლს გულმკერდის არე ჰქონდა დაჟეჟილი. ასევე, ერთ-ერთ მათგანს თამარ გულბანს ხელზე მეხუთე ნების ძვალი აქვს მოტეხილი”, - გვიხსნის ჯინჭველაძე და ამატებს, რომ არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავთანდილ კაპანაძის თქმით, ჩამოწოლილი მეწყერი რომ მანქანას ზემოდან დასცემოდა, მგზავრების გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

რაც შეეხება ჩახერგილ გზას, მეორე დღეს უკვე გაწმენდილი იყო.

“დეტალები არ ვიცი, გზა გავასუფთავეთ. შეიქმნება კომისია და ზარალს ის დაითვლის”, - განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა.

დეტალურ ინფორმაციას მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე, ”სამხრეთის კარიბჭე” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სისხლიანი გარჩევა ახალციხეში
ახალციხესთან ახლოს მანქანა ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა
აქციისას დაშავებული 11 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს
სვირის სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
სოფელ მინაძესთან ავტომობილი ხევში გადავარდა