FM97.5 / LIVE

ახალციხის ყოფილი გამგებლის გამამართლებელი განაჩენი უზენაესში გაასაჩივრეს

მთავარისამართალი 06.05.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის საქმე, პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ახალციხის ყოფილი გამგებლის გამამართლებელი განაჩენი უზენაესში გაასაჩივრეს
პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 29 აპრილს გაასაჩივრა.

„ჩემი აზრით უზენაესი სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის და მიიღებს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას“, – ამბობს მანველიშვილი.

ბლიაძეს კი სხვა მოლოდინი აქვს. მისი ვარაუდით უზენაესი სასამართლო ამ საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს, რადგან სააპელაციო სასამართლომ კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა.

„მოსამართლემ თქვა, რომ უსაფუძვლო ეჭვის გამო მოხდა ეს ყველაფერი. რა პირადი მოტივი მქონდა ამ საქმეში და ბრალი რატომ დამდეს ეს არ ჰქონდა პროკურატურას გამოძიებული. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საჩივარს წარმოებაშიც არ მიიღებს“, – აცხადებს ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბლიაძე სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. მანამდე კი ახალციხის რაიონულმა სასამართომ მას ბრალი სსკ-ის 341 მუხლით, სამსახურეობრივ სიყალბეში დასდო და 3 000 ლარით დააჯარიმა.

ბლიაძეს ბრალი 2014 წლის 24 მარტს წაუყენეს. მისი საქმის განხილვა 10 თვეს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში, საქმეში 3 პროკურორი შეიცვალა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
ახალციხის ყოფილი გამგებელი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის ყოფილი გამგებელი და პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება