FM97.5 / LIVE

ცესკომ ახალქალაქში არჩევნებზე იმსჯელა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 29.06.2012
დღეს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ახალ შენობაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებულმა ეთნიკური უმცირესობების საკითხების სამუშაო ჯგუფმა ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიისა წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ცესკომ ახალქალაქში  არჩევნებზე იმსჯელა

ახალქალაქში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხების სამუშაო ჯგუფის დაახლოებით 15 წევრი ჩამოვიდა, რათა შეხვედრის მონაწილეებისთვის თავიანთი სამომავლო გეგმები წარედგინათ, ესაუბრათ საარჩევნო პროცესში შეტანილ სიახლეებზე, რომლებიც ძირითადად ეროვნულ უმცირესობებს ეხება და ასევე შეკრებილთა კითხვებისა და წინადადებებისთვის მოესმინათ.

სამუშაო ჯგუფში 19 არასამთავრობო, საერთაშორისო და უფლებების დამცველი ორგანიზაცია და მედიის 2 წარმომადგენელია გაერთიანებული. კერძოდ: საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFEშ), გაერო-ს განვითარების პროგრამა, საქართველოს გაერო-ს ასოციაცია, აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, “დემოკრატ მესხთა კავშირი”, “მრავალეროვნული საქართველო”, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო “იმედი” და ასე შემდეგ.

სამუშაო ჯგუფის ფუნქციებში 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება, თბილისსა და რეგიონებში შეხვედრების ორგანიზება, სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების მონიტორინგი შედის.

სამუშაო ჯგუფი ეროვნული უმცირესობებისთვის ხმის მიცემის პროცესის გამარტივებაზე იმუშავებს. ასევე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესის გამარტივება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამუშაო ჯგუფის მიზნობრივ აუდიტორიაში შედიან ქალები, ახალგაზრდობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მედია.

ეთნიკური უმცირესობების საკითხების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ სოფიკო სიჭინავამ ხაზი გაუსვა მედიის განსაკუთრებულ როლს, რომლის გარეშეც, მისი თქმით, არჩევნებზე მოსახლეობის ინფორმირება ძალიან რთული იქნებოდა.

სოფიკო სიჭინავა ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის ინფორმირება და მუშაობა მოსახლეობასთან სემინარებისა და ხალხთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების საშუალებით, ბუკლეტებისა და ფლაერების გავრცელებით წარიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გამოყოფასაც გეგმავს.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკო ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
ეროვნული უმცირესობები და მედია
ცესკოს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს
თბილისში ‘ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის’ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა ®

'საერთაშორისო გამჭვირვალობის' რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო