FM97.5 / LIVE

ცესკო ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა

მთავარისაზოგადოება 22.10.2013
დღეს, 22 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და საარჩევნო პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ცესკო ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა. შეხვედრას ძირითადად პირველკურსელი სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც არჩევნებში წელს პირველად მონაწილეობენ.

„სტუდენტებს ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. რაც მთავარია, გავაცანით საარჩევნო პროცედურები“,- ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი და ეროვნული უმცირესობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო სიჭინავა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა სტუდენტებს ცეესკოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი აჩვენეს, რომელიც საარჩევნო პროცედურებს ასახავდა. ასევე, ცესკო-ს მაისურები, კალამი და საარჩევნო პროცედურების შესახებ ფლაერები დაურიგეს.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, პირველად, ცენტრალური საარჩევნო კომისია უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტინების ჩასადებ ჩარჩო ფორმას დაბეჭდავს. გარდა ამისა, სიჭინავას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესები: "ეს გულისხმობს საარჩევნო უბნების ადაპტირებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების ინფორმირებას“.

კიდევ ერთი სიახლე, ეროვნულ უმცირესობებს ეხებათ. სოფო სიჭინავას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო საარჩევნო დოკუმენტაცის თარგმნა.

დღევანდელი დღით ცეესკომ რეგიონებში სტუდენტებთან შეხვედრები დაასრულა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო სიახლეებზე ცესკო ახალციხეში მედიას და ახალგაზრდებს ესაუბრა
ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია
ცესკოს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს
'საერთაშორისო გამჭვირვალობის' რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას
საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ®
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
საპრეზიდენტო არჩევნებს 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება