FM97.5 / LIVE

ცესკოს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს

მთავარისაზოგადოება 12.11.2014
ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში მონაწილობის გაზრდის მიზნით განხორციელებული პროექტები; ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს ანგარიში ჩააბარა.

ცესკოს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს
დღეს, 12 ნომებერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა სოფო სიჭინავამ ცესკოს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას დამვკირვებლები, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძირითადი პროექტები მიმართული იყო ფართო მასშტაბიანი მედიაკამპანიის წარმოებაზე, ასევე, ამომრჩევლებისთვის საარჩევნო დოკუმენტების თარგმნაზე და კომისიის წევრების მომზადებზე“, - ამბობს სოფო სიჭინავა.

მისი თქმით, ცესკო სამოქალაქო განათლების კუთხით, 2015 წელსაც აქტიურად იმუშავებს: „უფრო მეტ ამომრჩევლამდე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია მათი საარჩევნო უფლების შესახებ. შეხვედრის მომნაწილეებისგან მოვისმინეთ ის პრობლემური საკითხები, რაც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, დამკვირვებლებს, ან ამომრჩევლებს ექმნებათ“.

სიჭინავას განცხადებით, ცესკო ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში პროექტებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს:„ცესკო მუშაობს 2015 წლის სტრატეგიაზე, სადაც ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება ქალთა ჩართულობა საარჩევნო პროცესში. პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ ითვალისწინებს ასევე, 11 კლასელების, სტუდენტებისა და პედაგოგების ინფრომირებულობის ზრდას“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხტა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე ამბობს , რომ მსგავსი სახის შეხვედრები საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია: „საინტერესო შეხვედრა იყო. საშუალება გვქონდა გავცნობოდით იმ პროგრამებს, რომელსაც ახორციელებს ცესკო, ასევე, მოვისმინეთ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნათ დამკვირვებლებს თვითმმართველობის არჩევნების დროს“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკო ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
საარჩევნო სიახლეებზე ცესკო ახალციხეში მედიას და ახალგაზრდებს ესაუბრა
15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ადგილობრივი ხელისუფლების იურისტებს ცესკო საარჩევნო საკითხებს აცნობს
ცესკო სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციას ჟესტურ ენაზე მიაწვდის
ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია
გაურკვეველი პირები ცდილობენ ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებასა და დადგენას – ცესკო