FM97.5 / LIVE

”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012”

მთავარი 29.06.2012
2 ივლისს სამცხე-ჯავახეთში სპორტული ფესტივალი - ”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012” იწყება.

”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012”

ფესტივალს ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბის ამფითეატრში, მკლავჭიდის ჩემპიონატი გახსნის. მასში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებ ყველა მსურველს შეეძლება.

ფესტივალის ფარგლებში 2 ივლისიდან 23 სექტემბრამდე რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

ფესტივალის განრიგი ასეთია:

2 ივლისი, ახალციხე, ტბა - მკლავჭიდი;
8 ივლისი, ასპინძა, - ბირთვის კვრა;
14 ივლისი, ახალციხე, ტბა - საერთაშორისო გარბენი;
19-22 ივლისი, ახალქალაქი - კრივი;
25 ივლისი - 1 აგვისტო, აბასთუმანი - საჭადრაკო ტურნირი;
20 აგვისტო, ბორჯომი - ქართული ჭიდაობა;
20 აგვისტო, ბორჯომი - ნარდი;
25-26 აგვისტო, ბორჯომი - კალათბურთი;
1 სექტემბერი, ნინოწმინდა - კლასიკური ჭიდაობა;
4-16 სექტემბერი, ასპინძა - მინი ფეხბურთი;
20 სექტემბერი, ახალციხე, ტბა -კარატე;
23 სექტემბერი, ტბა - ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი;

”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწყობა.

ფესტივალის ჩატარების იდეა მიმდინარე წლის 13 ივნისს, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გაჩნდა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - დავით ნამგალაური და გიორგი გალდავა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ცხოვრების ჯასაღი წესის პროპაგანდას.

„სამცხე–ჯავახეთის ფესტივალი 2012" ხელოვნური ტბაზე 23 სექტემბერს, ცეკვისა და სიმღერის კონცერტით დასრულდება.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012” დაიწყო
სპორტული ცეკვების ფესტივალი ახალციხეში

დღეს სპორტული ფესტივალის მორიგი ღონისძიება გაიმართა
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
ახალციხე ‘მესხური ფესტივალისთვის’ ემზადება
ახალციხის ტბაზე ‘ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს’ აღნიშნავენ