FM97.5 / LIVE

ახალციხე ‘მესხური ფესტივალისთვის’ ემზადება

მთავარისაზოგადოება 29.07.2014
6–7 სექტემბერს, ახალციხეში „მესხური ფესტივალი 2014“ გაიმართება. ორი დღის განმავლობაში ახალციხე არაერთ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, გამოიფინება მესხური პროდუქცია და მომზადდება მესხური კერძები.

ახალციხე ‘მესხური ფესტივალისთვის’ ემზადება

„მესხური ფესტივალი“ ახალციხის ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ორგანიზებითა და „სამხრეთის კარიბჭეს“ საინფორმაციო მხარდაჭერით ეწყობა. ფესტივალში თითქმის ყველა ადგილობრივი ორგანიზაცია ჩაერთო.

„მესხური ფესტივალი“ 6 სექტემბერს სპორტული ღონისძიებებით დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: ჭადრაკი, მკლავჭიდი, რაგბი, შაში, მიზანში სროლა, მინი–ფეხბურთი, მოტო–შოუ და ველორბოლა.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, თოჯინების თეატრის მსახიობებიი გააცოცხლებენ შალვა ახალციხელს, თამარ მეფეს, შოთა რუსთაველს, ერეკლე მეფეს ასპინძის ომში – ყველა იმ გამოჩენილ ადამიანს, რომელიც კი მესხეთში მოღვაწეობდა, ან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონის განვითარებაში.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გამოიფინება მესხური პროდუქცია: კვების პროდუქცია – ტენილი, ჩეჩილი და გუდის ყველი; თუთის ნაწარმი – არაყი, ტყლაპი, ბაქმაზი; ასპინძის სასაკლაოზე დამზადებული ხორც–პროდუქტები; სასმელები – ახალქალაქის ლუდი ბალისი, მინერალური წყალი – ფლატე, ბორჯომი, ლიკანი, მიტარბი; რეწვის ნიმუშები, თექაზე, ხეზე, რკინაზე დამზადებული სხვადასხვა ნამუშევრები, რაც რეგიონში მზადდება სხვადასხვა ადამიანების მიერ.

ქვედა ციხეში, ამფითეატრში, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.

ფესტივალის მიზანი მესხური კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და დამსვენებლებისთვის მესხეთის, როგორც უძველესი ისტორიისა და ტოლერანტობის მქონე რეგიონის გაცნობაა.

„მე–9 არხმა“ ფესტივალი გასულ, 2013 წელსაც მოაწყო. გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი გაცილებით მასშტაბური, თან ორდღიანი იქნება. ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დაინტერესებულმა პირებმა ტელეკომპანია „მე–9 არხს“ უნდა მიაკითხონ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„მესხური ფესტივალი 2013“
„მესხური ფესტივალი“ მარათონით დაიწყო
"მესხური ფესტივალი 2014" შედგა [Video]
"მესხური ფესტივალი 2014"  [Photo]
ახალციხეში "მესხური ფესტივალისთვის" ემზადებიან
ფესტივალით წარმოჩენილი მესხური ტრადიციები და კულტურა
ახალციხეში პირველი საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა