FM97.5 / LIVE

ექსპერიმენტი მესხეთის თეატრში

მთავარი 29.06.2012
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სექტემბერში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიპლომანტი რეჟისორის ირაკლი ძნელაძის სპექტაკლის პრემიერა შედგება

ექსპერიმენტი მესხეთის თეატრში

პროექტის პრეზენტაცია, რომლის იდეა საქართველოს რეგიონებში თეატრალური ცხოვრების გამოცოცხლება, რეპერტუარის გაზრდა-განახლება და თეატრის სფეროში ერთცენტრიანობის დამთავრებაა, დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. პროექტის ავტორი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილია.

პროექტის თანახმად, 5 დიპლომანტი რეჟისორი: დავით ჩხარტიშვილი, ირაკლი ძნელაძე, თამარ პოპიაშვილი, ჯაბა პაპუაშვილი და მიხეილ ჩარკვიანი, საქართველოს ხუთ ქალაქში: ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, ჭიათურასა და ბათუმში ახალ სპექტაკლს დადგამს.
სპექტაკლების დასადგმელად თანხებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოყოფობს. თითოეულ თეატრს 8 000 ლარი გამოეყოფა.

- "ეს პროექტი არის სერიოზული ნაბიჯი იმისკენ რომ ერთცენტრიანობა თეატრის სფეროშიც დამთავრდეს, ეს კომუნისტური გადმონაშთია და დროა თბილისის გარდა კულტურული ცხოვრება საქართველოს რეგიონებშიც გამოვაცოცხლოთ. თეატრს ჩვენი მხარდაჭერა დღეს განსაკუთრებით სჭირდება რადგან სერიოზული კონკურენტები ჰყავს ტელევიზიისა და ინტერნეტის სახით”, - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.
მისივე თქმით, ეს ექსპერიმენტი ტრადიციად იქცევა და მომავალში ყველა კურსდამთავრებული თავის სადიპლომო სამუშაოს რეგიონებში ჩაატარებს: ”ხუთივე პრემიერას მე პირადად დავესწრები”.
დიპლომანტ რეჯისორებს დახმარებას თეატრების მმართველები გაუწევენ.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი ლია სულუაშვილი, რომელიც ამ წუთებში კულტურის სამინისტროში იმყოფება, ამბობს, რომ გადაწყდა, რომ დავით კლდიაშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიპლომანტებმა მის პიესების მიხედვით იმუშაონ: ”უკვე გავიცანი ირაკლი ძნელაძე. რომელ პიესაზე შეაჩერებს არჩევანს ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და შემოდგომით კიდევ ერთ დიდ კლასიკოსს გავიხსენებთ”.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი წელს 7 პრემიერის გამართვას გეგმავს. ამათგან, ორი უკვე გაიმართა. ლია სულუაშვილის თქმით. გარდა პრემიერებისა და რეპერტუარში არსებული წარმოდგენებისა, თეატრი მაყურებელს ორ კაპიტალურად განახლებულ სპექტაკლსაც შესთავაზებს: ”ათვინიერებენ მიმინოს” და ”მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილეს ზეიმობს
მესხეთის თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები იწყება
მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა
ახალციხეს კულტურის მინისტრი ესტუმრება
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის