FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება

მთავარი 26.10.2012
მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერისთვის მუშაობა უკვე დაიწყო. სპექტაკლს „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მაყურებელი ნოემბერში იხილავს

მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება
პრემიერაზე რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე მუშაობს. სპექტაკლი ალეჰანდრო კასონას პიესის მიხედვით დაიდგმება. პიესა რომანტიკული დრამაა, რომელიც რწმენაზე, ერთგულებაზე, სიყვარულსა და ზნეობაზეა.

”დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ მომიწია ამ თეატრთან მუშაობა, სადაც რამდენიმე სპექტაკლი უკვე მაქვს დადგმული. ასე რომ, ამჯერად ჩემი ამ ქალაქში ჩამოსვლა და მუშაობის დაწყება მეგობრებთან შეხვედრის ახალი საშუალებაა”, - ამბობს რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე.

სპექტაკლში მთავარ როლს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი, მსახიობი ლია სულუაშვილი ითამაშებს. მონაწილეობას მიიღებენ ასევე მსახიობები მანუჩარ გოგოლაური, ლაშა ბუტულაშვილი, მანანა ბერიძე, ბაქარ ალავიძე, ლიაკო გოგიძე და სხვები.

ნუგზარ ლორთქიფანიძეს მესხეთის დრამატული თეატარის მსახიობებთან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მისი დადგმულია მესხეთის თეატრის სცენაზე: ”ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს”, ”ვარსკვლავბიჭუნა”, ”ორი ბატონის მსახური” და ”მესამე სიტყვა”.

”ნუგზარ ლორთქიფანიძემ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ბევრი სპექტაკლი დადგა და ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის შემოქმედებითი ურთიერთობები გვაკავშირებს. გარდა იმისა, რომ მას ძალიან წარმატებული სპექტაკლები აქვს დადგმული მთელი საქართველოს მასშტაბით, იგი მოღვაწეობდა კინომსახიობთა თეატრში და არაერთი ბრწყინვალე სპექტაკლი აქვს დადგმული. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის მსახიობი ვარ, მე მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ და დღესაც გავითვალისწინებ”, - ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მანანა ბერიძე.

სეზონის ბოლოს წინა პრემიერა მაყურებელმა გასულ კვირას იხილა. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი - ”ირინეს ბედნიერება”, დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიპლომანტმა რეჟისორმა ირაკლი ძნელაძემ დადგა.

დიპლომანტი რეჟისორები სპექტაკლებს სხვა ქალაქებშიც დგამენ. დავით ჩხარტიშვილი, ირაკლი ძნელაძე, თამარ პოპიაშვილი, ჯაბა პაპუაშვილი და მიხეილ ჩარკვიანი, სპექტაკლებს საქართველოს ხუთი ქალაქის: ქუთაისის, ახალციხის, თელავის, ჭიათურისა და ბათუმის მაყურებლებისთვის ამზადებენ.

პროექტის იდეა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკუთვნის და მისი მიზანი რეგიონებში თეატრალური ცხოვრების გამოცოცხლება, რეპერტუარის გაზრდა-განახლება და თეატრის სფეროში ერთცენტრიანობის დამთავრებაა. სპექტაკლების დასადგმელად, თითოეულ თეატრს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 8 000 ლარს გადაურიცხავს.

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 45-ე სეზონი 26 აპრილს, სპექტაკლ ”ქეთევანით” გაიხსნა. ნუგზარ ლორთქიფანიძის თქმით, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეუძლია, რომ მრავალი პიესის წინააღმდეგობები და სირთულეები გადალახოს: ”ისევე როგორც ყველა თეატრის დასი, ესეც არათანაბარია, ვიღაცა უფრო ნიჭიერია, ვიღაცა ნაკლებად ნიჭიერია და ვიღაცას საშუალო მონაცემები აქვს. თუმცა, თავისი გამორჩეული ინდივიდუალობა ყველას გააჩნია”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში
ექსპერიმენტი მესხეთის თეატრში
„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის თეატრში სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება