FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან

მთავარი 16.02.2013
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფინანსება წელს 50 ათას ლარით გაიზარდა. თეატრის ადმინისტრაცია სარემონტო სამუშაოებსაც ელოდება.

მესხეთის თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის დრამატული თეატრი საქართველოს კულტურის სამინისტროდან სუბსიდიის სახით გასულ წლებში 150 ათასი ლარით ფინანსდებოდა. 2013 წელს კი სამინისტრომ დაფინანსება 50 ათასი ლარით გაუზრდა. გარდა ამისა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა სპექტაკლების დადგმისთვის არის გათვალისწინებული.

15 დეკემბერს ”მესხეთის თეატრს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ესტუმრა და ადგილზე გაეცნო იმ პრობლემებს, რაც მესხეთის თეატრს აწუხებს. თეატრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მინისტრი დახმარებას დაჰპირდა.

- ”მინისტრტან ერთად შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ. გამგებელმაც აღნიშნა, რომ თეატრს კაპიტალური რემონტი სჭირდება”, - ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი ლია სულუაშვილი და ამატებს, რომ თეატრს ყველაზე მწვავედ გათბობისა და ტრანსპორტის პრობლემა აწუხებს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა კონკრეტულად როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოების თეატრის ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან. მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია. რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყება.

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამბობენ, რომ 2013 წლის რეპერტუარი მრავალფეროვანი იქნება. მიმდინარე წელს მაყურებელს ექვსი პრემიერის საშუალება მიეცემა. პირველი სპექტაკლი შილერის ”ვერაგობა და სიყვარულს“ იქნება, რომლის რეჟისორი თეატრის ხელმძღვანელი ლია სულიაშვილია. ასევე, მიმდინარე წელს თეატრის სცენაზე მიხეილ ჯავახიშვილის ”კვაჭი კვაჭანტირაძე“, პოლიკარპე კაკაბაძის ”ყვარყვარე თუთაბერი“, გურამ დოჩანაშვილის ”ჰარალეთი“ და დაიდგმება.

გარდა პრემიერებისა, მაყურებელს მივიწყებული სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობაც მიეცემა. ლია სულიაშვილი ამბობს, რომ ძველი სპექტაკლების აღდგენა დაიწყება: ”ააღდგება სპექტაკლი ”ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, ასევე ძალიან გვინდა, რომ აღვადგინოთ საბავშვო სპექტაკლი ”ნაცარქექია”.
მიმდინარე წელს თეატრს რამდენიმე ახალი მსახიობიც დაემატება.

ლია სულიაშვილი მოითხოვს, რომ მათი მუშაობა თიატრმცოდნეებმა შეფასონ და მათგან ჯანსაღი კრიტიკაც მიიღონ.

- ”ჯანსაღი კრიტიკა ადამიანს ზრდის. რამდენი ხანია ვითხოვთ, რომ თეატრმცოდნეები ჩამოვიდნენ და როგორც იქნა მიზანს მივაღწიე. გვინდა, რომ ჩამოვიდნენ და შეგვაფასონ. იმედია მოვლენ და ნახავენ ჩვენს, როგორც ახალ ასევე ძველ სპექტაკლებსაც,“ - ამბობს თეატრის მმართველი.

გასულ წელს მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მაყურებელს ცხრა პრემიერა შესთავაზა.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს
„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში
ახალციხეში ოზურგეთის თეატრს ელოდებიან