FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა

მთავარი 20.03.2013
მესხეთის თეატრში ფიქრობენ, რომ ინიციატივა სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნების შესახებ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ თეატრს ძლიერი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება.

მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა
”ამ საკითხზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ვესაუბრე. თუ კი ისეთი ხელმძღვანელი მოვა, რომელმაც თავისი საქმე კარგად არ იცის და არ იშრომებს დღედაღამ, სამხატვრო ხელმძღვანელის ინსტიტუტი არ გაამართლებს”, - ამბობს მესხეთის სახლემწიფო დრამატული თეატრის მმართველი ლია სულუაშვილი, რომელიც წლებია სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციასაც ითავსებს.

მისივე თქმით, კანონი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა ყველა თეატრს არ მოერგოს, რადგან ’ყველა თეატრს თავისი პრობლემა აქვს’.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონპროექტის ავტორი ნუკრი ქანთარიაა. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო თეატრში მმართველის ინსტიტუტი გაუქმდება და დაინერგება სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

”იქნება საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემო, სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევის წესი იქნება ახალი, რომლის დებულებასაც კულტურის სამინისტრო და სარეკომენდაციო საბჭო განსაზღვრავს. ეს არის შემოქმედებითი პასუხისმგებლობის აღება შემოქმედებით დაწესებულებაზე და ასევე, ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის ინსტიტუტი თეატრში გაძლიერებული სახით დაბრუნდება", - ამბობს ქანთარია.

რა პოზიციაზე დარჩება მომავალში, ლია სულუაშვილს დაკონკრეტება უჭირს.

“ყველაფრისთვის მზად ვარ. იმისთვისაც, რომ გამიშვან და იმისთვისაც, რომ დამტოვონ’, - ამბობს იგი.

კანონპროექტს „პროფესიული თეატრების შესახებ“ 19 მარტს დეპუტატებმა მეორე მოსმენით დაუწირეს მხარი.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თეატრების ხელმძღვანელები შეირჩა
მესხეთის თეატრის დასი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება
ქართული თეატრის ენციკლოპედია თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის თემას ეხმაურება
ახალციხის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევენ
სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაამტკიცა
მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრს
ქეთი დოლიძე - სამხატვრო ხელმძღვანელი დასმა უნდა აირჩიოს