FM97.5 / LIVE

”დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბმა” წიგნის პრეზენტაცია გამართა

მთავარისაზოგადოება 29.06.2012
ახალციხეში დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის ახალი კრებულის ”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის” პრეზენტაცია გაიმართა

”დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბმა” წიგნის პრეზენტაცია გამართა

შეხვედრა ”ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” შედგა და მას ადგილობრივი მედია-საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული კრებული უკვე მესამე გამოცემაა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების შინაგან ასპექტებს, გლობალური პროცესების მიმოხილვას უსაფრთხოების კუთხით, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ასევე დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებს, ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პრობლემებს საზოგადოებაში და ფინანსური და ეკონომიური პროცესების შეფასებას ეძღვნება.

”დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის თქმით, კრებულში საკმაოდ ვრცლად არის წარმოჩენილი ადამიანთა უფლებების სფეროში არსებული ვითარება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: ”მკითხველს აქვს საშუალება გაეცნოს საკითხებს დემოკრატიზაციაზე, კანონიერებასა და სამართლიანობაზე”.

კრებულში გამოთქმულია აზრები, რომელიც 45 ცნობილ პიროვნებას ეკუთვნის. ესენი არიან სხვადასხვა ეპოქის შვილები, სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის წარმომადგენლები.

- ”აღნიშნული გამონათქვამები საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ჩვენი წარმოდგენა დემოკრატიაზე და ქართული დემოკრატიის რელობა იმ შეფასებებთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

”დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის” პირველი კრებული 2009 წელს გამოვიდა. აღნიშნულ კრებულში შეფასებული იყო 2008 წლის სახელმწიფოებრივი და სისტემური კრიზისი, ასევე, ომის დროს საქართველოს ხელისუფლების ქმედების სამართლებრივი შეფასება.

- ”აღნიშნული კრებული არაერთხელ იქნა გამოყენებული საერთაშორისო ექსპერტიზის მიერ, რომელიც სრული დუმილით იქნა გვერდავლილი ქართული ხელისუფლებისგან. მათ არ გააჩნდათ საწინააღმდეგო არგუმენტი ამ შეფასებისა”, - ამბობს ცისკარიშვილი.

მომდევნო კრებული 2010 წელს გამოვიდა, რომელიც უკვე ომის შემდგომ პერიოდს ასახავდა. კრებულში ასევე შეფასებული იყო 2009 წელს განვითარებული მოვლენები.

- ”სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი კრებულის გამოცემა, სადაც აღწერილი იქნება 2012-2013 წლებში დაგეგმილი არჩევნების შედეგები. რა იყო, რა მოხდა, როგორი იყო წინასაარჩევნო მზადება, სად შეინიშნებოდა საფრთხე სამართლიანი არჩევნებისთვის, რეალობაში რა განხორციელდა და რა შედეგი დადგა”, -ამბობს ”დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი.

სამივე კრებული ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი. ბოლო კრებულზე დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის წევრები სამი თვე მუშაობდნენ. კრებულის ავტორები არიან არა მხოლოდ ექსპეტთა კლუბის წევრები, არამედ მოწვეული ექსპერტებიც.

”დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბი” 2008 წელის 15 ოქტომბერს დაფუძნდა. კლუბი აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, სოციალური სფეროს, უსაფრთხოების საერთაშორისო ურთიერთობათა, კონფლიქტოლოგიის, დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნისთვის სხვა აქტუალურ საკითხების ანალიზში სისტემატურად ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტების ძალისხმევას.

კლუბის ძირითადი მიზანია აქტიურად ჩაერთოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებათა პროცესში, გახადოს იგი საჯარო და მასში თანამონაწილეობის საშუალება შესთავაზოს დაინტერესებულ საზოგადოებას.

[მანანა სარაშვილი ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ღვინის წარდგენა პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე [R]
თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შემოქმედება ერთ კრებულში [Photo/Video]
მესხეთის მედიასაშუალებების მუშაობით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა
უნივერსიტეტის ეკო-კლუბმა ორწლიანი მუშაობა შეაჯამა
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საარსებო მინიმუმს იკვლევს
დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა