FM97.5 / LIVE

ქართული ღვინის წარდგენა პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე [R]

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 13.04.2016
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „კემპინსკში“ გამართულ პეკინის „როტარი კლუბის“ (Rotary Club of Beijing) შეხვედრზე, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ქართული ღვინის წარდგენა პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე [R]

შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური გამოვიდა და სტუმრებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა გააცნო. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიის 12 დასახელების ქართული ღვინო.

„როტარი კლუბის“ ღონისძიება ქართული ღვინის საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინეს: შატო მუხრანის "პრინცის რეზერვი", უსახელაურის „უსახელაური“, დავით მაისურაძის "მუკუზანი", თელედას "რქაწითელი" და "საფერავი" და თელიანი ველის "საფერავი". შემოსული თანხა 6100 RMB (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) 21 აპრილს ბავშვთა ორგანიზაციას „Chunmiao Little Flower“ საჯაროდ გადაეცემა.

პროექტის მხარდაჭერისათვის, პეკინის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტმა დანიელ ალბრეხტმა (Daniel Albrecht) მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ელჩს დავით აფციაურს, ღონიძიებაში მონაწილეობისა და უნიკალური ქართული ღვინის წარდგენისათვის.

„როტარი კლუბი“ არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიონალ ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად, მსოფლიოს 200 ქვეყანაში დაფუძნებულია 33 ათასი „როტარი კლუბი“, რომლებიც 1,2 მლნ როტარიელს აერთიანებს. პეკინის „როტარი კლუბი“ 1924 წელს შეიქმნა და 47 წევრისაგან შედგება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პეკინში ქართული ღვინისა და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე აღინიშნა [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
ქართული ღვინის წარდგენა ტალინსა და რიგაში [R]
მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა