FM97.5 / LIVE

როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?

მთავარიეკონომიკა 30.12.2013
31 დეკემბერის ღამეს, ახალციხეში თითქმის ყველა რესტორანი იმუშავებს და რამდენიმე მათგანი სტუმრებს სპეციალურ საახალწლო პროგრამას შესთავაზებს. რესტორნები ნაწილი ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ახალი წლის პირველ დღეებშიც.

როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
მათ ვისაც დამდეგი 2014 წლის შეხვედრა წვეულებაზე სურთ, ოთხი არჩევანი აქვთ. 31 დეკემბრის ღამეს სპეციალური საახალწლო კარნავალები ახალციხის ორ რესტორანში: „ლომსიასა“ და „ტყუპებში“, ახალციხის ციხეში ახალგახსნილ ბარ “Golden Time”-სა და გასართობ კომპლექს ტბის ტერიტორიაზე მდებარე კაფე „ფონტანაშია“ დაგეგმილი.

ახალციხის ცენტრში არსებულ რესტორან „ლომსიას“ კლიენტებითვის ორი შეთავაზება აქვს.

„მომხმარებლისთვის მოვამზადეთ სხვადასხვა ფასიანი შეთავაზება. 90 ლარიან მენიუში შედის სხვადასხვა კერძები და შვედური სუფრა. 50 ლარიან მენიუში კი 9 კერძიდან სამის ამორჩევა იქნება შესაძლებელი. ორივე პაკეტში დამატებით შედის ნამცხვარი, გოზინაყი, ერთი ჭიქა შუშხუნა ღვინო და ერთი ნაყინი“, - ამბობს „ლომსიას“ მენეჯერი ამირან ქიმერიძე.

„ლომსიაში“ საახალწლო პროგრამა 22:00 საათზე დაიწყება. საღამოს თბილისიდან მოწვეული ბენდი “Big Bang“ გახსნის. სტუმრებს 2014 წლის ჰოროსკოპს გააცნობენ. ამირან ქიმერიძის თქმით, „ლომსიაში“ მისულებს სიურპრიზებიც ელით: „დაგეგმილი გვაქვს შეჯიბრება კარაოკეში. ასევე, შევაფასებთ სტუმრების ჩაცმულობას და გამოვავლენთ გამარჯვებულს. გარდა ამისა, ერთი ბოთლი ღვინო გადაეცემა წყვილს, რომელიც ვალსს საუკეთესოდ შეასრულებს“.

რესტორან „ტყუპებში“ საახალწლო საღამოს მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მანანა ბერიძე წარუძღვება. „ლომსიას“ მსგავსად კლიენტებს „ტყუპებიც“ ორ არჩევანს სთავაზობს.

რესტორნის მეპატრონის ელზა გვირჯიშვილის თქმით, რესტორანი სტუმრებს 25 და 30 ლარიან, მრავალფეროვან მენიუს და სახალისო საახალწლო პროგრამას შესთავაზებს.

„ბევრი გასართობი ნომერი გვაქვს დაგეგმილი, იქნება კონკურსი ცეკვასა და სიმღერაში. გამარჯვებულებს ტკბილეულით დავაჯილდოვებთ და რაც მთავარია, საახალწლო კარნავალი დილამდე გაგრძელდება“, - ამბობს ელზა გვირჯიშვილი.

როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?

„ტყუპებში“ საახალწლო კარნავალი 11:30 საათზე დაიწყება. საღამოს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ქართული ცეკვის ანსამბლი გახსნის.
საახალწლო კარნავალს გამართავს ახალციხის ციხეში რამდენიმე დღის წინ გახსნილი ბარი „Golden Time“-ც. აქ ახალი წლის ღამის გატარება ერთ ადამიანს 70 ლარი დაუჯდება. ბარის მენეჯერი სტუმრებს „ოქროს დროის“ გატარებას ჰპირდება.

„გვექნება სახალისი ნომრები, შეჯიბრებები. გვეყოლება ადგილობრივი ბენდი, რომელიც სტუმრებს მყუდრო გარემოს შეუქმნის. მუსიკოსები დაუკრავენ ფანდურსა და გიტარაზე“, - ამბობს „Golden Time“-ს მენეჯერი დიმიტრი ვიდიაკიმი.

11:30 საათზე დაიწყება საახალწლო კარნავალი კაფე „ფონტანაშიც“. ახალი წლის ღამე ერთი ადამიანისთვის აქაც 70 ლარი ეღირება.
„გვეყოლება წამყვანი, რომელსაც უკვე მომზადებული აქვს სახალისო და საინტერესო საახალწლო პროგრამა. გვექნება შეჯიბრებები სიმღერასა და ცეკვაში, სადაც გამოვავლეთ გამარჯვებულებსაც“, - ამბობს შალვა სუდაძე.

საახალწლო პროგრამა არ აქვთ, თუმცა, 31 დეკემბერს დილიდან შუაღამემდე იმუშავებენ: რესტორნები - „ჯინო ველნესი“, „რომანტიკა“, „ბონადეა“ და „ვარძია“, ლუდის ბარი „დუბლი“ და „პიცერია“.

„საახალწლო კარნავალი არ გვექნება, მაგრამ, ვისაც უნდა მყუდრო გარემოში შეხვდეს ახალ წელს, ჩვენთან ვეპატიჟებით“, - ამბობს ახალციხის შემოსასვლელში მდებარე რესტორნის, „ვარძიის“, მეპატრონე კორნელი ლაზარაშვილი.

ახალციხის ციხეში არსებული რესტორნის „ჯინო ველნესის“ მენეჯერი ირმა გულდედავა ამბობს, რომ სხვა დღეებისგან განსხვავებით, 31 დეკემბერს მომხმარებელს მრავალფეროვან მენიუს და ცოცხალ მუსიკას შესთავაზებენ.

ჩვეულებრივ რეჟიმში, გვიან ღამემდე იმუშავებენ „რომანტიკა“, „ბონადეა“, „დუბლი“ და „პიცერიაც“.

ახალციხეში არსებული კაფე-ბარები და რესტორნები კლიენტებს ახალი წლის პირველ დღეებშიც მოემსახურებიან. 1 და 2 იანვარს მხოლოდ „დუბლი“ და „პიცერია“ არ იმუშავებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

საახალწლო ღამის ფასები ახალციხის რესტორნებში
საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
ახალციხის ციხეში ახალი ბარი გაიხსნა
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება