FM97.5 / LIVE

ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება

მთავარისაზოგადოება 24.12.2013
26 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში, პატარებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება
საახალწლო ზეიმი 15:00 საათზე დაიწყება. საახალწლო სიმღერებსა და ცეკვებს მარინა მჭედლიძისა და ირინა დედიანის საესტრადო გუნდის ბავშვები შეასრულებენ.

საახალწლო კონცერტზე მიწვეულები არიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელები, ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეები და გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების ბავშვები. მათ თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.

საახალწლო კონცერტი ახალი წლის ღამესაცაა დაგეგმილი, თუმცა, არა ისეთი მასშტაბური, როგორც ეს გასულ წლებში იყო.

23:30 საათზე ახალციხელებს 2014 წლის დადგომას ანსამბლი "მესხეთი" მრავალჟამიერით მიულოცავს.

"ამ დღეს ყველას სახლში ყოფნა უნდა და გადავწყვიტეთ მასშტაბური ღონისძიება აღარ გავმართოთ". სიმბოლურად, "მრავალჟამიერით" მივულოცავთ ახალციხელებს", - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი კახა კოპაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ახალციხეში ბავშვები კულტურის სამინისტროს საჩუქრის გარეშე დარჩნენ
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
საახალწლო ღონისძიება ახალციხეში [ფოტო]
ახალციხეში საახალწლო კონცერტი გაიმართა[Photo]
ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება