FM97.5 / LIVE

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

მთავარიეკონომიკა 29.12.2015
სად და რა ფასად შეგიძლიათ შეხვდეთ 31 დეკემბერს ახალ წელს, თუ კი ამ დღის სახლში გატარება არ გსურთ და რას გთავაზობენ ახალციხის ბარ–რესტორნები. ‘სამხრეთის კარიბჭე’ იმ დაწესებულებების პირობებს გაგაცნობთ, სადაც ახალი წლის ღამეს წვეულებებია დაგეგმილი.

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

„ახალციხის ციხეზე“ არსებული რესტორანი „რაბათი“ 31 დეკემებერს სტუმრებს საღამოდან მიიღებს. რესტორანში ცოცხალი მუსიკა, წამყვანი და გათამაშებები იქნება. ახალი წლის რაბათში შეხვედრა ერთი ადამანისთვის 35 ლარი ღირს, ამ თანხაში საახალწლო სუფრაც შედის.

დიჯეი „ბატა“, წამყვანი, გათამაშება და კარაოკე მუსიკა – ასე შეხვდებით 2016 წელს ბარ–რესტორან„ლომსიაში“. რესტორანი სტუმრებს 23:00 საათიდან მიიღებს. აქ ახალი წლის ღამის ფასი 60 ლარია და ამ თანხაში საახალწლო ვახშამიც შედის.

რესტორანი „ხარება“ 31 დეკემბერს სტუმრებს 22:00 საათიდან ელოდება. აქ სტუმრებს ცოცხალი მუსიკა, ქართული ტრადიციული კერძები და გათამაშება ელით. რესტორანში ერთი ადამიანი 30 ლარს გადაიხდის.

ფოტო–ვიდეო გადაღება, წამყვანი, ცოცხალი მუსიკა, ტრადიცული სუფრა და გათამაშება – ბარ–რესტორანი „Fontana” სტუმრებს 31 დეკემბერის საღამოდან ელოდება. რესტორანში ერთი ადამიანს 50 ლარის გადახდა მოუწევს.

რესტორანი „ალავერდი“ სტუმრებს სიურპრიზებს ჰპირდება. საახალწლო წვეულება რესტორანში 23:30 საათზე ცოცხალი მუსიკით, ქართულ– ხალხურ ცეკვებითა და სიმღერებით დაიწყება. დაგეგმილია გათამაშება, რომლის გამარჯვებულს საჩუქრად 500 ლარი გადაეცემა. ახალი წლის გატარება რესტორან „ალავერდში“ ერთ ადამიანს 60 ლარი დაუჯდება.

შეჯიბრებები, საჩუქრები, პრიზები და ცოცხალი მუსიკა – ასე შეხვდებით ახალ წელს რესტორან „ტყუპებში“ , რომელიც საახალწლო კარნავალს 23:00 საათიდან დაიწყებს და 05:00 საათზე დაასრულებს. რესტორანში ახალი წლის ღამის გასატარებლად ერთ ადამიანს 30–40 ლარი დასჭირდება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
საახალწლო ღამის ფასები ახალციხის რესტორნებში
განახლებული რესტორანი 'ბონა დეა' სტუმრებს ელის [R]
როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
რესტორანი 'ზაზანოვა'  თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება ®