FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდა

მთავარიპოლიტიკა 23.12.2013
გოჩა პარუნაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლად აღარ მუშაობს. რატომ აღარ ჰყავს გამგებელს მრჩეველი, რომელიც 8 თვის წინ ხელშეკრულებით, განსაკუთრებული საჭიროების გამო აიყვანა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველს გოჩა პარუნაშვილს და გამგებლის მოადგილეს მალხაზ ჟუჟუნაძეს დროებით უფლებამოსილება 27 აგვისტოს შეუწყდათ. ამ დღიდან დაიწყო ოფიციალურად ფუნქციონირება კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისმა ახალციხეში. აქ ჟუჟუნაძე შტაბის უფროსად, პარუნაშვილი კი აქტივის კოორდინატორად გადავიდა.

არჩევნების შემდეგ, შვებულების ვადის ამოწურვისას, მალხაზ ჟუჟუნაძე სამუშაო ადგილზე დაბრუნდა, პარუნაშვილი კი არა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პარუნაშვილი ხელშეკრულებით იყო აყვანილი და წინასაარჩევნოდ ხელშეკრულება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

თავად პარუნაშვილი იმას, რომ გამგეობაში სამუშაოდ აღარ დაბრუნდა სწავლის გაგრძელებით ხსნის, ამბობს, რომ დისერტაციაზე უნდა იმუშაოს და საამისოდ დრო სჭირდება.

„თბილისში გადავიდვარ, სალექციო კურსის ჩატარებაც შემომთავაზეს და ამიტომ, - ამბობს იგი და ამატებს, - არ არის გამორიცხული გამგებლის მრჩევლად ისევ დავბრუნდე“.

კითხვაზე, მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული გამგებლის მრჩევლად დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი გვიპასუხობს: „ახლა გზაში ვარ და დეტალებზე სხვა დროს ვისაუბროთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით გამგებლის მრჩევლის პოსტზე არავინ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბლიაძემ პარუნაშვილი მრჩევლად მიმდინარე წლის 3 აპრილს დანიშნა. მაშინ პარუნაშვილი პარალელურად ”ენერგო-პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის იურისტადაც მუშაობდა.

გამგეობაში მრჩევლის სტატუსით თანამშრომლის აყვანის შესახებ გაუკვირდათ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს კოტე კანდელაკს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეს ლევან ავალიშვილს.

”სამინისტროებში არის მრჩევლის შტატი და ის ოფიციალურად საჯარო მოხელედ ითვლება, მაგრამ თვითმმართველობებში მრჩევლის თანმდებობის შესახებ არ გამიგია. უნდა იყოს მაგალითად სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, ან რაიმე ასეთი”, - ამბობს კანდელაკი.
გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ კი პარუნაშვილის მრჩევლად აყვანა ასე ახსნა: „გვჭირდებოდა და იმიტომ ავიყვანეთ“.

პარუნაშვილმა აღნიშნულ პოსტზე 5 თვე იმუშავა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში კანონს არღვევს?!
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი შტატი დაუშვეს
ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
გამგებლის მრჩევლის დაპირებული პასუხი ”სამხრეთის კარიბჭეს”
რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
ახალციხის გამგეობაში 13 შტატზე კონკურსი ცხადდება