FM97.5 / LIVE

რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?

მთავარიპოლიტიკა 28.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურიდიული სამსახური იქმნება, რომლსაც სამი თანამშრომელი ეყოლება. ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე, ამდენი იურისტის საჭიროებას ვერ ხედავს

რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ იურიდიული სამსახური სოფლის მეურნეობის სამსახურის გაუქმების ხარჯზე ჩამოყალიბდა.

„სოფლის მერუნეობის სამსახური, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული იყო, გაუქმდა, რადგან ეს წაიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ამ გამოთავისუფლებული შტატების ბაზაზე იურიდიული სამსახური შეიქმნა, რომელიც მანამდე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი იურისტით“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ახალი სამსახურის ჩამოყალიბების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ცალკე მხოლოიდ იურისტი აღარ ეყოლება. იურიდიულ სამსახურში სამი თანამშრომელი: სამსახურის უფროსი და ორი სპეციალისტი დასაქმდება.

ახალციხის მუნიციპალკიტეტის საკრებულოს დეპუტატი და ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი ახალი სამსახურის ჩამოყალიბების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, გამგეობას სამი ან ოთხი იურისტი არ სჭირდება.

„რა საბუთებია ისეთი, ეს ხომ არ არის პროკურატურა, ან სასამართლო, რაში სჭირდება გამგებელს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, მოადგილე იურიდიულ საკითხებში და სპეციალისტი?! რა საქმე უნდა იყოს აქ ისეთი, რომ ერთმა იურისტმა ვერ გადაწყვიტოს?“ - ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

ახალი სამსახურის ჩამოყალიბების შემდეგ, გაუქმდება იურიდიულ საკითხებში გამგებლის მრჩეველის შტატი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა. ოლეგ სანდროშვილის თქმით, მრჩევლის შტატის იმიტომ დაუშვეს, რომ გამგეობის ერთი იურისტი იმ საქმიანობას მარტო ვერ უძღვებოდა, რაც მას ჰქონდა დაკისრებული.

„გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში იყო ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით აყვანილი. როცა ახალი სამსახური ჩამოყალიბდება, თავისთავად ცხადია გაუქმდება ხელშეკრულება“, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.

შგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხებში გამგებლის მრჩეველის მოვალეობას გოჩა პარუნაშვილი ასრულებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი შტატი დაუშვეს
ახალციხეში გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში კანონს არღვევს?!
ახალციხის გამგეობას ათი ახალი თანამშრომელი ჰყავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 4 შტატი დაემატა
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
კადრების გადახალისების ახლებური მეთოდი ახალციხის გამგეობაში