FM97.5 / LIVE

ახალციხეში გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში კანონს არღვევს?!

მთავარიპოლიტიკა 17.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი ორ თანამდებობაზე, კერძო კომპანიასა და საჯარო სამსახურში, ერთად მუშაობს; არის თუ არა ეს სამსახურეობრივი შეუთავსებლობა და არღვევს თუ არა კანონს იურისტი;

ახალციხეში გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში კანონს არღვევს?!

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლად გოჩა პარუნაშვილი 3 აპრილიდან მუშაობს. ამავდროულად, იგი ”ენერგო-პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის იურისტიცაა.

”ჩვენთან ორი იურისტი მუშაობს, თამარ კოვზიაშვილი და გოჩა პარუნაშვილი”, - გვითხრა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა გიორგი ბალახაშვილმა.

ორ სამსახურში ერთდროულად რომ მუშაობს, თავად პარუნაშვილიც გვიდასტურებს: ”დიახ, ”ენერგო-პროში” იურისტი ვარ,იქ რიგი პროცედურებია დასამთავრებელი, მინდობილობებია გაცემული ჩემ სახელზე”.

თუმცა ის, რომ ერთდროულად ორი თანამდებობა ეკავა მას ”სამხრეთის კარიბჭესთან” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მისი დანიშვნისთანავე ჩაიწერა, არაფერი უთქვამს. მაშინ პარუნაშვილმა ბიოგრაფიის მოყოლისას ჟურნალისტს განუცხადა რომ ის ”ენერგო-პრო ჯორჯიაშიც” მუშაობდა.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს უფლება აქვს ეწეოდეს მხოლოდ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, მას სხვა კომერციულ, ან კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება.

”ეს 64-ე მუხლი ”სამსახურებრივი შეუთავსებლობაა. კანონი ორივე სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს”, - ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

პარუნაშვილი აცხადებს, რომ იგი მრჩევლის თანამდებობაზე ხელშეკრულებითაა აყვანილი. ამდენად, მოხელის სტატუსი არ აქვს და შესაბამისად, არც კანონს არღვევს: ” ჩემი სტატუსი შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ საკითხებში რჩევით საკანონმდებლო ბაზასთან მიმართებაში. წმინდა ადმინისტრაციული კუთხით სალექციო კურსიც გვქონდა იურისტებთან, გავდივართ წმინდა სამეცნიერო კუთხითაც(?!)”.

”სამხრეთის კარიბჭის” შეკითხვას, შეიქმნება თუ არა უხერხული ვითარება ხვალ ”ენერგო-პრო” და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთმანეთს სასამართლოში რომ დაუპირისპირდეს, ან ვისი პოზიცია შეიძლება დაიკავოს იურისტმა, რომელიც ორივე სამსახურში მუშაობს, პარუნაშვილი გვპასუხობს, რომ თავად შეკითხვაა უხერხული: ”იურიდიულ მეცნიერებაში ასეთი რამ, რომ ვიღაცის მხარე დაიკავო, არ არსებობს. თან მე აქ იურისტი არ ვარ. უნდა დაიკავო კანონის მოთხოვნის მხარე. კანონიერების სადარაჯოზე უნდა ვიყოთ იურისტები. ეგრე შეიძლება კეთილგანწყობა გქონდეს რომელიმე კონკრეტული პირისადმი”.

პარუნაშვილი აცხადებს, რომ ”ენრგო-პრო ჯორჯიადან” წამოსვლას აპირებს, თუმცა, არა იმიტომ ,რომ კანონით შეუთავსებელია ორ სამსახურში ერთად მუშაობა, არამედ იმიტომ, რომ ასე თავად გადაწყვიტა: ” სამეცნიერო კუთხით ვაგრძელებ მუშაობას სისხლის სამართლში და ამდენ რამეს ერთად ვეღარ გავწვდები”.

კითხვაზე, იციან თუ არა მისი სამსახურების უფროსებმა და კოლეგებმა ის, რომ იგი ორ სამსახურში ერთად მუშაობს, პაუნაშვილი გვპასუხობს: ”რა თქმა უნდა, ეს ოფიციალურადაც ვაცნობე”

თუმცა, ”ენერგო-პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ბერდია გოგლოძემ ის, რომ მისი ფილიალის იურისტი ამავე დროს გამგებლის მრჩეველიც იყო, ჩვენგან შეიტყო. გოგლოძისგან განსხვავებით, ინფორმირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

”როგორც ვიცი ”ენერგო-პროშიც” ხელშეკრულებით მუშაობს, დარღევევაა რამე?! - კითხულობს ბლიაძე და ამატებს, რომ აქვს უფლება ხელშეკრულებით აიყვანოს თანამშრომელი თუ ამას თავად მიიჩნევს საჭიროდ - სამთვიანი ხელშეკრულებით გვყავს აყვანილი პარუნაშვილი. გვჭირდებოდა და იმიტომ ავიყვანეთ”.

გამგეობაში მრჩევლის სტატუსით თანამშრომლის აყვანის შესახებ უკვირთ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს კოტე კანდელაკს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეს ლევან ავალიშვილს.

”სამინისტროებში არის მრჩევლის შტატი და ის ოფიციალურად საჯარო მოხელედ ითვლება, მაგრამ თვითმმართველობებში მრჩევლის თანმდებობის შესახებ არ გამიგია. უნდა იყოს მაგალითად სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, ან რაიმე ასეთი”, - ამბობს კანდელაკი.
რაც შეეხება პარუნაშვილის განცხადებას, რომ იგი არ არღვევს კანონს, რადგან გამგეობის თანამშრომლად ხელშეკრულებითაა აყვანილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის იურისტი ნინო ცუხიშვილი ამბობს, რომ ეს არაფერს ცვლის.

”არ აქვს მნიშვნელობა ხელშეკრულებითაა აყვანილი თუ ბრძანებითაა დანიშნული, რადგან საჯარო სამსახურშია ეს ადამიანი დასაქმებული”, - ამბობს ცუხიშვილი.

მისი თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმების ორი ფორმა არსებობს ერთი ხელშეკრულების და მეორე ბრძანების საფუძველზე: ”პარუნაშვილი საჯარო მოსამსახურის ფუნქციებს ასრულებს, ამიტომ არ აქვს უფლება, რომ იმუშაოს კერძო სექტორშიც და საჯარო სამსახურშიც”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდა
რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი შტატი დაუშვეს
უამინდობის გამო 'ენერგო–პრო ჯორჯიამ' ახალციხეში დაგეგმილი სამუშაოები გადადო

ვინ გადაიყვანეს შტატიდან ხელშეკრულებაზე – ცვლილებები ახალციხის გამგეობაში
კადრების გადახალისების ახლებური მეთოდი ახალციხის გამგეობაში
გამგებლის მრჩევლის დაპირებული პასუხი ”სამხრეთის კარიბჭეს”