FM97.5 / LIVE

‘სრული აბსურდია, არავინ დამიპატიჟებია რესტორანში’ - ანტონ ობოლაშვილი

მთავარისიახლე 29.10.2020
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, ანტონ ობოლაშვილი „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას რესტორანში ბორჯომელი პედაგოგები არ დაუპატიჟებია.

‘სრული აბსურდია, არავინ დამიპატიჟებია რესტორანში’ - ანტონ ობოლაშვილი

სტატია, ვიდეო მასალებით, იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხეში, რესტორან „ემიგრანტში“ პედაგოგები დაპატიჟა, „სამხრეთის კარიბჭემ“ გუშინ, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

დღეს, 29 ოქტომბერს, ანტონ ობოლაშვილი რედაქციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ტყუილია: „სამხრეთის კარიბჭეს“ ხელთ არსებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი, არავინ მიმიწვევია და არ ვარ ვალდებული რესტორანში რომ შევალ, ვეძებო იქ ვინ ზის, რომელ კუპეში და რომ ნაცნობი სახე არ დავინახო. ასე გინდათ დემოკრატია აშენოთ? ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯები“, - განაცხადა დეპუტატმა.

ობოლაშვილი ირწმუნება, რომ არ იცოდა თუ ბორჯომელი პედაგოგებიც იმავე რესტორანში იმყოფებოდნენ: „არ ვიყავი მათთან ერთად. ასპინძის პედაგოგებს ვაწყენინებდი? ადიგენისას ვაწყენინებდი და ახალციხისას? ყველას დავპატიჟებდი. ელემენტარული ლოგიკა ხომ არის? იქით ისინიც იყვნენ, ოპოზიციური კანდიდატები, რა ერთად ვიყავით?!“, - კითხულობს კანდიდატი.

კითხვაზე, თუკი იცოდა, რომ იმავე რესტორანში ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „ლელოს“ მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, რატომ არ იცოდა იმ პედაგოგების შესახებ, რომელთან ერთადაც ერთი საათის წინ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ ოპონენტები უფრო აინტერესებს: „ბიჭებმა თქვეს, [რომ ოპონენტებიც იყვნენ] მე არ მინახავს. კონკურენტის შესახებ უფრო ბევრი მაინტერესებს“.

ცნობისთვის, გუშინ, 28 ოქტომბერს, მესხეთის თეატრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და მუნიციპალიტეტების პედაგოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც მოგვიანებით ობოლაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტა, პედაგოგებს შეხვედრა ჰქონდათ განათლების მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრა დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო.

რესტორან „ემიგრანტში“ კი „სამხრეთის კარიბჭემ“ ბორჯომელი პედაგოგები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, მოადგილე, ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მერები დაახლოებით 21:00 საათიდან დააფიქსირა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ შეიკრიბნენ ერთ რესტორანში პედაგოგები, ‘ოცნების’ კანდიდატი და ხელისუფლება
ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა
ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
‘ქართული ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინსაარჩევნო კამპანია დაიწყო
‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
‘ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი საოლქო კომისიის მეექვსე წევრად აირჩიეს’ - ენმ