FM97.5 / LIVE

‘ქართული ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინსაარჩევნო კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.08.2020
ახალციხე-ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია, დღეს 17 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო. რეგიონში დასახელებულ სხვა კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრები არ დაუწყიათ.

anton-obolashvili-1

ანტონ ობოლაშვილმა საარჩევნო კამპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან დაიწყო. პირველად „ოცნების“ კანდიდატი საძელისა და ხაკის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ობოლაშვილი დღის განმავალობაში კიდევ რამდენიმე სოფელში შეხვდება ამომრჩეველს. მედიისთვის განცხადებას კი მოგვიანებით გააკეთებს.

ანტონ ობოლაშვილთან შეხვედრას საძელში მცხოვრები პეტროს პოღოსიანიც ესწრებოდა. მისი თქმით, ადგილობრივებმა კანდიდატს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.

„დილით იყვნენ მოსულები, ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგალითად სარწყავი წყლის, გზების, გვჭირდება გარე განათებაც სიბნელეში გიწევს სიარული. ასე გვითხრეს, რომ ხალხისთვის სიკეთე უდა გავკეთოთო, ყველა არჩევნებზე ასე დადიან, მერე ვნახოთ დაპირებას როგორ შეასრულებენ“, - გვითხრა პოღოსიანმა.

ობოლაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიში მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიამ 20 აგვისტოს დაასახელა.

ახალციხე-ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში, მოქმედი პარტიებიდან „ქართული ოცნების“ გარდა, სხვა პარტიებს კანდიდატები არ დაუსახელებიათ და შესაბამისად არც წინასაარჩევნო კამპანია დაუწყიათ.

რაც შეეხება ნინოწმინდა–ახალქალაქს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სამველ მანუკიანს, ობოლაშვილისგან განსხვავებით, მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ არ დაუწყია. „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, ნაირი ირიციანმა განმარტა,რომ კამპანიის დასაწყებად ცენტრალური ოფისიდან მითთებას ელოდებიან.

წინსაარჩევნო კამპანია ჯავახეთში არ დაუწყია, არც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, არსენ კარაპეტიანსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, მელიქ რაისიანს.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
ახალქალაქში სავარაუდოდ ‘ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატს სცემეს
'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
'ქართული ოცნების' კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან [R]

ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია მერაბიშვილის სოფლიდან დაიწყო
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
'ევროპული საქართველოს' დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო