FM97.5 / LIVE

რატომ შეიკრიბნენ ერთ რესტორანში პედაგოგები, ‘ოცნების’ კანდიდატი და ხელისუფლება

მთავარისიახლე 29.10.2020
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, დღეს, 28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა, გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორები რესტორანში მიიწვია, მათი ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნებზე საუბნო კომისიის თავმჯდომარეები არიან.

რატომ შეიკრიბნენ ერთ რესტორანში პედაგოგები, ‘ოცნების’ კანდიდატი და ხელისუფლება

რესტორან „ემიგრანტში“ ფაქტის გადასამოწმებლად „სამხრეთის კარიბჭე“ 21:00 საათისთვის მივიდა, რესტორნის ერთ–ერთ შენობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატთან, ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სუფრაზე სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილე, ასევე, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალციხის მერები იმყოფებოდნენ.

„ოცნების“ კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვახშმობდა და ინფორმაცია, თითქოს სკოლის დირქტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები რესტორანში დაპატიჟა, სიცრუეა: „შემობრძანდით და ნახეთ, აქ მხოლოდ მერები არიან“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტის რესტორანში გამოჩენიდან მალევე, ტერიტორია დატოვეს გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მისმა მოადგილემ, შალვა ბერძენიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა.



მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ჟურნალისტები წავიდნენ, რესტორნიდან გამოვიდნენ ბორჯომის სკოლის დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე.

ბორჯომელი პედაგოგებიდან, რომელთა გადაღება ჟურნალისტმა შეძლო, უმრავლესობა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ან თავმჯდომარეა. ისინი კატეგორიულად უარყოფენ, რომ რესტორანში „ოცნების“ კანდიდატმა მიიწვია: „ნუ გვიღებთ, ჩემი თავი მე თვითონ დავპატიჟე, კარი დახურეთ, არ გრცხვენიათ?!“

პედაგოგების წასვლის შემდეგ ჟურნალისტმა ბორჯომის მერის, დავით ზაალიშვილის ჩაწერა სცადა, ამ დროს ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ მას ტელეფონი წაართვა და ძალის გამოყენებით სცადა შენობიდან გაეყვანა.



რესტორნის ტერიტორიაზე განლაგებულ „კუპეებში“ ბორჯომელი მასწავლებლების გარდა კიდევ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შენობა ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში არ დაუტოვებიათ. ეზოში კი მათ რამდენიმე მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ელოდებოდათ.

იურისტების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შესასწავლია, რადგან შეიძლება ეს ადმინისტრაციული რესურსის, ან ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.

„დასადგენია რა მიზანი ჰქონდა მასწავლებლების მობილიზებას, შეიძლება ეს იყო წინასაარჩევნო ინსტრუქტაჟი. თუ ქეიფის ფული გადაიხადა კანდიდატმა ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, თუ ბიუჯეტის ფული დაიხარჯა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საბიუჯეტი რესურსების არამიზნობრივი ხარჯვაა“, – განმარტავს იურისტი.



[მარიამ ბარძიმაძე, ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სრული აბსურდია, არავინ დამიპატიჟებია რესტორანში’ - ანტონ ობოლაშვილი
‘პურმარილი კოპაძემ და ობოლაშვილმა გამოგიგზავნათ’- ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი ახალციხეში
გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
‘ქართული ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინსაარჩევნო კამპანია დაიწყო
ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა
ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში