FM97.5 / LIVE

‘ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი საოლქო კომისიის მეექვსე წევრად აირჩიეს’ - ენმ

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 07.09.2020
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად აირჩიეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ასე სამართლიანობა და ობიექტურობა ირღვევა, ამიტომ ცესკომ ობოლაშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩაანაცვლოს სხვა წევრით.

‘ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი საოლქო კომისიის მეექვსე წევრად აირჩიეს’ - ენმ

ადიგენის სალოქო საარჩევნო კომისიის მეექვსე წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში ბრიფინგი დღეს, 7 სექტემბერს გაიმართა.

„ადიგენის ოლქში მეექვსე კანდიდატად ჩასმულია ქეთევან ობოლაშვილი, რომელიც არის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ალალი ბიძაშვილი, რაც არის ყოვლად მიუღებელი და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩანაცვლდეს ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი კანდიდატით, რადგან ვუზრუნველყოთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა პატრიის წარმომადგენელმა დავით ახალკაცმა.

მისივე თქმით, კანონი ქეთევან ობოლაშვილს პირდაპირ არ უკრძალავს საოლქო კომისიის წევრობას, თუმცა იგი საარჩევნო პროცესებში მიუკერძოებელი ვერანაირად იქნება.

„როცა ხელისუფლება გვპირდება და ქართველი ხალხის წინაშე დებს პირობას, რომ იქნება სამართლიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება ტესტი ქართული სახელმწიფოსთვის, ეს შემთხვევა გვიჩენს იმის ეჭვს, რომ ვერანაირად იქნება ასე. ხელისუფლება ამ ტესტს ჩააბარებს იმ შემთხვევაში, თუ ამ კანდიდატს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატით ჩაანაცვლებს“, - ამბობს პარტიის მხარდამჭერი კობა სანდროშვილი.

მათივე განმარტებით, პარტიის რეგიონული შტაბი მუშაობს იმაზეც, რომ დაადგინოს აქვთ თუ არა სხვა საარჩევნო ოლქებში მეექვსე წევრად არჩეულ კანდიდატებს ნათესაური კავშირები მაჟორიტარობის წევრებთან.

‘ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი საოლქო კომისიის მეექვსე წევრად აირჩიეს’ - ენმ

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქეთევან ობოლაშვილი კანონს არ არღვევს და სხვა წევრით არ ჩანაცვლდება’ - ადიგენის საოლქო
ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის საოლქოში – კომისიის მდივანი ‘ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეა
რა დარღვევები გამოვლინდა სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნოდ – ISFED–ის ანგარიში
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ანტონ ობოლაშვილის ოჯახის წევრებმა ‘ქართულ ოცნებას’ 76 ათასი ლარი შესწირეს
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს