FM97.5 / LIVE

‘პურმარილი კოპაძემ და ობოლაშვილმა გამოგიგზავნათ’- ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი ახალციხეში

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 16.10.2020
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ეზოში, მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელმა, პურმარილი მიიტანა და უთხრა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა „იკისრა“. იურისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

‘პურმარილი კოპაძემ და ობოლაშვილმა გამოგიგზავნათ’- ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი ახალციხეში

რვაკაციანი სუფრა ასპინძის ქუჩაზე, ერთ-ერთ უბანში 11 ოქტომბერს, საღამოს გაიშალა. ადგილობრივის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა „პატარა სუფრა იკისრა“, თან დააყოლა, რომ ეს „კოპაძემ და ობოლაშვილმა გამოუგზავნათ“.

„ფული მისცეს [გულისხმობს მერიის თანამშრომელს] რომ მოხუც კაცებს პატივი ეცითო, ალბათ უნდოდა, რომ წარდგენაზე [ანტონ ობოლაშვილი] ხალხი წაეყვანა. ქეიფის დროს არაფერი უთქვამს, მაგრამ მანამდე თქვა „ოცნებამ“ გამოგიგზავნათო“ - ამბობს ადგილობრივი, რომელიც სუფრაზე იმყოფებოდა.

„სამხრეთის კარიბჭე“ იმავე სუფრაზე მყოფ კიდევ რამდენიმე პირს ესაუბრა, გვითხრეს, რომ იქეიფეს, თუმცა ვინ მიიტანა ეზოში პურმარილი არ იციან: „გაშლილი იყო სუფრა მე რომ მივედი. ერთხელ კი თქვა კაცმა ჩემმა უფროსმა გამოგიგზავნათო, მაგრამ არ ჩავძიებივარ. არ მაინტერესებდა“.

თავად მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელი აღნიშნულ ფაქტს სხვაგვარად ჰყვება, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს და მაჟორიტარ კანდიდატს პურმარილის "კისრება" თავად ადგილობრივებმა სთხოვეს.

„პატივი სცეს მოხუცებს, იცნობენ, ძმაკაცობენ. ამათმა უთხრეს იკისრეთო და იმათაც იკისრეს. რა ამომრჩევლის მოსყიდვა, ყველი, პური, კიტრი და პომიდორი იყო. ღვინო ადგილობრივებმა მოიტანეს. ამ უბანში პურ–მარილი ყოველთვის იშლება“ - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც საჭმელი მიიტანა.

ადგილობრივებთან პურ–მარილის მიტანის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს გიორგი კოპაძემ და ანტონ ობოლაშვილმა.

„რაებზე მირეკავთ, ესეთ ამბებზე შეიძლება რომ შემაწუხოთ? მეორედ აღარ დამირეკოთ, კარგად ბრძანდებოდეთ“ - გვითხრა კოპაძემ და ტელეფონი გათიშა.

„პირველად მესმის, რა პურმარილი, ჩემი წარდგენა იყო და მაგისთვის არ მეცალა. საქმის კურსში არ ვარ, ეს აბსურდია, მსგავს დავალებებს არ ვიძლევი“ - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს" იურისტის, ლელა ტალიურის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა.

„წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედება არამხოლოდ კანდიდატს და პარტიას ეკრძალება, არამედ ნებისმიერ პირს კანდიდატის, ან პარტიის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში გამოძიების შესწავლის საგანია და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მოსყიდვის დადგენის შემთხვევაში ფაქტი ისჯება როგორც სისხლის სამართლის ასევე საარჩევნო კოდექსით“, - განმარტავს ლელა ტალიური.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს, სასჯელის ზომის დასადგენად კი უნდა გაირკვეს, რამდენი ლარის პროდუქტი მიიტანეს ადგილობრივებთან.

„ყველა შემთხვევაში მოსყიდვის ნიშნებია, საკმაოდ ფართო განმარტება აქვს მოსყიდვას. როდესაც ამბობენ რომ „კანდიდატებს“, ამას საარჩევნო მიზანი აქვს ყველა შემთხვევაში. პირველი ზედაპირული მოსმენითაც საფუძლვიან ეჭვს აჩენს. გამოძიებამ უფრო მეტი დეტალი უნდა დაადგინოს“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე.

საარჩევნო კოდექსი 47-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტს აღნიშნული ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია უუქმდება.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაარღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი ახალციხის ციხის დირექტორმა
რატომ შეიკრიბნენ ერთ რესტორანში პედაგოგები, ‘ოცნების’ კანდიდატი და ხელისუფლება
NGO-ები პრემიერის ინიციატივას სესხების განულებაზე ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
‘ქართული ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინსაარჩევნო კამპანია დაიწყო
‘სრული აბსურდია, არავინ დამიპატიჟებია რესტორანში’ - ანტონ ობოლაშვილი
‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა