FM97.5 / LIVE

ახალციხეში ცხელებიან პაციენტებს სასტუმროში გადაიყვანენ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.10.2020
ახალციხეში პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ,,ცხელების სასტუმროში” გადაიყვანენ. მათ სასტუმროში დარჩენა ორი დღით, კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხების გაგებამდე მოუწევთ.

ახალციხეში ცხელებიან პაციენტებს სასტუმროში გადაიყვანენ

სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გადაწყდება, რომელი დაწესებულება გადაკეთდება “ცხელების სასტუმროდ”.

“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, “ცხელების სასტუმრო” ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ტიფლისში” განთავსდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გვიდასტურებს “ტიფლისის” მენეჯერიც: “ ტურიზმის ადმინისტრაციიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ ჩვენ მივიღებთ ცხელებიან პაციენტებს. ისინი ორი დღის განმავლობაში ჩვენთან დარჩებიან და დაელოდებიან კორონავიურსზე აღებული ტესტების პასუხებს”.

ასპინძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ჯამში 39 ცხელებიან პაციენტს მიიღებს: “გვაქვს 18 ორადგილიანი და სამი ერთადგილიანი ნომრები, თუ ოჯახის წევრები იქნებიან, ორს ერთ ნომერში შევუშვებთ. გადამზადდნენ თანამშრომლები და ველოდებით პაციენტებს”.

როდის მიიღებს პირველ პაციენტს “ცხელების სასტუმრო” ჯერ უცნობია: “ჩვენ გაზაფხულზე შევავსეთ განაცხადი ტურზმის ადმინისტრაციაში და მზადყოფნა გამოვთქვით, რომ შეგვეძლო ჩვენთან საკარანტინო სივრცე მოოგვეწყო. ტურიზმის ადმინისტრაციიდან შეგვამოწმეს და გვითხრეს, რომ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდით. რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ცხელებიან პაციენტებს მოგვიყვანდნენ”.

24 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთშიკორონავირუსის 221 შემთხვევაა გამოვლენილი.

პაციენტების მიმართვიანობის გამო, ახალციხეში მდებარე კლინიკები პაციენტების მიღებას ვეღარ აუდიან. covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა სამედიცინო პერსონალშიც. მედპერსონალის დაინფიცირების გამო, რამდენიმე დღით ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიც დაუხურა, რადგან ექიმების უმეტესობას ინფექცია დაუდასტურდა. ამ ეტაპზე სასწრაფოში ერთი ჯგუფი მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ადიგენის და ასპინძის სასწრაფოები ემსახურებიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ადგილი არ გვაქვს’ - ახალციხის სამედიცინო დაწესებულებები ცხელებიან პაციენტებს ვეღარ იღებენ
კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა
'ახალციხეში ცხელების ცენტრი გაიხსნება' – ტიკარაძე
ახალციხეში 'იმედის' კლინიკა 'ცხელების ცენტრად' გადაკეთდა
სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან 8 ახალციხეშია
ადიგენის ‘ცხელების ცენტრში’  2 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა