FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან 8 ახალციხეშია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.10.2020
სამცხე–ჯავახეთში, კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, რვა შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, ნინოწმინდაში ორი და ერთი ბორჯომში. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან 8 ახალციხეშია

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეგიონში 11 ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოვლენილია კონტაქტში მყოფი 150 პირი და დამატებით კიდევ მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, რეგიონის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზეა გადასული 12 საჯარო სკოლა, ხოლო ხუთმა საბავშვო ბაღმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

ამ ეტაპზე რეგიონში:

კოვიდინფიცირებულია - 259 პირი;

გამოჯანმრთელდა - 53;

თვითიზოლაციაშია - 1 009 პირი, აქედან:

ახალციხე - 513;

ახალქალაქი - 165;

ადიგენი - 103;

ასპინძა - 86;

ნინოწმინდა - 76;

ბორჯომი - 63;

საკარანტინო სივრცეებში - 328 პირია, მათგან:

ახალციხეში - 9;

ბაკურიანში - 319.

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალციხეში მოქმედი საკარანტინო ზონა, რომელიც სასტუმრო "გრანდ პალასშია" განთავსებული „ცხელების სასტუმროდ“ გადაკეთდა. დღესვე, "ცხელების ცენტრად" გადაკეთდა კლინიკა "იმედიც".

"ცხელების სასტუმროდ" ამზადებენ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ტიფლისსაც", მათი მენეჯერის განცხადებით, თანამშრომლები უკვე გადაამზადეს.

რეგიონში ბინაზე დაახლეობით 30–მდე პაციენტი მკურნალობს.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 18 ახალი შემთხვევა
ახალციხეში 'იმედის' კლინიკა 'ცხელების ცენტრად' გადაკეთდა
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 27 ახალი შემთხვევა
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან  13 ახალციხეში დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
სამცხე-ჯავახთის რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები