FM97.5 / LIVE

‘ტემპერატურა და სპაზმური ხველა მაქვს’ – ახალციხელი ექიმი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.10.2020
ახალციხელი პედიატრი, რომელსაც კორონავიურსი დაუდასტურდა თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობს, მას პერიოდულად ტემპერატურა და სპაზმური ხველა აქვს. ექიმი გვიყვება, როგორ გამოუვლინდა სიმპტომები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

‘ტემპერატურა და სპაზმური ხველა მაქვს’ – ახალციხელი ექიმი

ამბობს, რომ თავი შეუძლოდ 17 ოქტომბერს იგრძნო, მესამე დღეა მკურნალობს და საშუალო სიმძიმის პაციენტად ითვლება.

„ციება დამეწყო, სიცხე, რომ გავისინჯე 37,5 მქონდა, მომენტალურად დამეწყო სპაზმური ხველაც არაფერმა მიშველა. მეორე დილით გავიტესტე და დამიდასტურდა კოვიდი. მალევე მოვხვდი სტაციონარში, გამიკეთეს ყველა სახის ანალიზი, სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, პოტრომბინი და ბევრი სხვა რამ. გადასხმებიც რამაც ცოტა შემიმსუბუქა ხველა და ტემპერატურამაც დაიწია“, – გვიყვება ექიმი.

იგი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობას სამ თანამშრომელთან ერთად გადის, ამბობს, რომ ყველას ერთნაირი სიმპტომები აქვს, მაგრამ მკურნალობა ინდივიდუალურია.

„ჩემთან ერთად არის კიდევ სამი თანამშრომელი ბოქსირებულ პალატაში ერთად ვართ, რადგან ერთი კლასტერი ვართ. რაც შეეხება მკურნალობას ჩარჩოში მოქცეული არ არის, სიმპტომურად გვმკურნალობენ. მომსახურებაც ძალიან კარგია და კვებაც“.

ექიმი ამბობს, რომ დაინფიცირების წყარო არ იცის, კლინიკაში თავს პირბადით და სადეზინფექციო ხნსარებით იცავდა.

„ჩვენთან კლინიკაში ყოველ შესვლაზე ისინჯება სიცხე. პაციენტებიც ავსებენ ოთხპუნქტიან ტესტს კოვიდთან დაკავშირებით, გადადება შეიძლება ყოფილიყო გარედან, ამას არ გამოვრიცხავ“.

პედიატრი ადგილობრივებს ურჩევს არ დამალონ სიმპტომები და დროულად მიმართონ ექიმს, რათა თავიდან მოხდეს ვირუსის გავრცელება.

„ხშირია, როცა პაციენტი სუფთა ზონაში [კლინკაში და არა ცხელების ცენტრში] მოდის გასასიჯად და მას აქვს ტემპერატურა, მოსვლამდე კი სვამს პარაცეტამოლს, ეს არ შეიძლება, მე ვთხოვ ყველას და ვურჩევ არ დამალონ სიმტომები და არ დალიონ სიცხის დამწევები, რადაგნ ის შეიძლება იყოს კოვიდმატარებელი. პირველ რიგში ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და ის გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი. ჩვენთან დაფარული პაციენტებიც და უსიმპტომოეობიც ბევრი შემოდიოდა. მე სულ პირბადით და სადენზინფექციოებით დავდიოდი, მაგრამ მაინც დავინფიცირდი“.

ამბობს, რომ მისი კონტაქტები ბევრი არ არის, მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე თანამშრომელი, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

21 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 150 შემთხვევაა დაფიქსირებული. მედიკოსების დაინფიცირების გამო ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დროებით დაიკეტა, გადავსებული პალატების გამო პაციენტებს ვეღარ ღებულობენ კლინიკა "იმედი" და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი.


[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს – ამირან გამყრელიძის განმარტება
‘პაციენტები თავს კარგად გრძნობენ’ – აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ექიმი
სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან
ბორჯომში 2 პაციენტს COVID 19-ზე ამოწმებენ