FM97.5 / LIVE

ახალციხელი ინფიცირებული ქალი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.10.2020
დაახლოებით ორდღიანი ლოდინის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 64 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კოვიდკლინიკაში გადაიყვანა.

ახალციხელი ინფიცირებული ქალი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა

პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ექიმები მათთან 16:00 საათისთვის მივიდნენ: „როგორც გვითხრეს ადიგენის სასწრაფოდან იყვნენ, ჩემი დედამთილი წაიყვანეს, ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ სახლიდან გარეთ არ გავიდეთ“.

64 წლის ქალს, რომელიც დიალეზზეა და რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, კორონავირუსი გუშინ, 20 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ოჯახი გუშინდელი დღიდან ითხოვდა ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანას. მათივე თქმით, გუშინ პაციენტი ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან ჩამოსულმა ჯგუფმა სახლიდან წაიყვანა, თუმცა მალევე უკან მოაბრუნა და უთხრა, რომ კლინიკებში ადგილი არ აქვთ.

„სამხრეთის კარიბჭე“ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კითხვები წერილობით გადაგვაგზავნინა, თუმცა არ გვიპასუხა.

ამ ეტაპზე უცნობია რომელ კლინიკაში გადაიყვანეს ინფიცირებული ქალი.

ცნობისთვის, მედპერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების გამო, ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რამდენიმე დღით დაიხურა, ადგილობრივებს დროებით, ადიგენის და ასპინძის ჯგუფები ემსახურებიან.

ამ ეტაპზე რეგიონში:

კოვიდინფიცირებულია - 150 პირი;
გამოჯანმრთელდა - 39;
სახლში მკურნალობს - დაახლოებით 20;
თვითიზოლაციაშია - 627 პირი, აქედან:
ახალციხე - 346;
ახალქალაქი - 105;
ადიგენი - 60;
ასპინძა - 43;
ნინოწმინდა - 39;
ბორჯომი - 34;
საკარანტინო სივრცეებში - 551 პირია, მათგან:
ახალციხეში - 93;
ბაკურიანში - 458.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სასწრაფომ ქალაქში ატარა და უკან მოიყვანა’ –  ინფიცირებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ახალციხეს დროებით ასპინძის და ადიგენის სასწრაფოების ექიმები მოემსახურებიან
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
ახალციხეში კოვიდინფიცირებულთა უმრავლესობა მედპერსონალს უკავშირდება
რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან  13 ახალციხეში დაფიქსირდა
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 27 ახალი შემთხვევა