FM97.5 / LIVE

ახალციხეში კოვიდინფიცირებულთა უმრავლესობა მედპერსონალს უკავშირდება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.10.2020
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირების სულ 32 შემთხვევაა გამოვლენილი, მათი უმრავლესობა მედპერსონალი ან მათი კონტაქტებია. COVID -19 დაუდასტურდათ, როგორც კლინიკებში მომუშავეებს, ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს.

ახალციხეში კოვიდინფიცირებულთა უმრავლესობა მედპერსონალს უკავშირდება

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე კონკრეტულად რამდენი პირია ინფიცირებული, უცნობია, თუმცა მათი რიცხვი ათს აჭარბებს. COVID-19 დაუდასტურდათ, როგორც რეფერალური საავადმყოფოს, ასევე კლინიკა "იმედისა" და სასწრაფო-სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ დროისათვის ახალციხეში სამედიცინო დაწესებულებების სულ 13 თანამშრომელია ინფიცირებული.

თუმცა ამდენივეს ასახელებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრალურ ოფისში და ამბობენ, რომ მხოლოდ ახალციხის სასწრაფოში ინფიცირებულია 13 ადამიანი, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და მძღოლები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა რომელიმე სამედიცინო პირი ერთდროულად მუშაობდეს, როგორც კლინიკაში, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში.

„ამ ეტაპზე სასწრაფოს ახალციხის ფილიალის მუშაობა არაა შეფერხებული. ყველა პირი, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ კონტაქტად იყო მიჩნეული, თვითიზოლაციასა და კარანტინში არიან გადაყვანილები. ინფიცირებულების მდგომარეობა არაა მძიმე და ისინი იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

ამ დროისათვის, რეგიონში COVID-19-ით ინფიცირებული სულ 100 პირია მოკვლეული.

ადიგენის მუნიციპალიტეტი – 32 შემთხვევა;
ახალციხის მუნიციპალიტეტი – 32 შემთხვევა;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 19 შემთხვევა;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 12 შემთხვევა;
ასპინძის მუნიციპალიტეტი – 4 შემთხვევა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100–მდე გაიზრდა
COVID-19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში – 13 ოქტომბერი
ახალციხეში COVID-19 სამედიცინო დაწესებულების 3 თანამშრომელს დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში მედპერსონალის ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ახალქალაქელი სასწრაფოს ექიმი  covid-19-ით გარდაიცვალა
COVID-19: სამცხე–ჯავახეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზრდა
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა