FM97.5 / LIVE

‘სასწრაფომ ქალაქში ატარა და უკან მოიყვანა’ – ინფიცირებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.10.2020
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებული 64 წლის ქალი, რომელიც დიალეზზეა, მეორე დღეა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ასპინძიდან გამოძახებულმა სასწრაფოს მანქანამ ინფიცირებული სახლიდან წაიყვანა, თუმცა მალევე უკან დააბრუნა.

‘სასწრაფომ ქალაქში ატარა და უკან მოიყვანა’ –  ინფიცირებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს

64 წლის ქალს კორონავირუსი 20 ოქტომბერს დაუდასტურდა, აღნიშნულის შესახებ ოჯახის წევრებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან შეატყობინეს.

„გუშინ 10:00 საათზე დაგვირეკეს, გვითხრეს კორონა აქვს თქვენს დედამთილს, სასწრაფო მალე მოვა და კლინიკაში გადაიყვანენო. სასწრაფოს მანქანა ასპინძიდან 12:00 საათისთვის მოვიდა, წაიყვანეს ჩემი დედამთილი, ატარეს ქალაქში და უკან მოიყვანეს, გვითხრეს კლინიკებში ადგილი არ არისო“, – გვიყვება ინფიცირებულის რძალი.

ოჯახის წევრების განცხადებით, ინფიცირებულ ქალს ტემპერატურა აღენიშნება, ასევე აქვს ქრონიკული დაავადებები, რის გამოც მისი მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს: „მეორე დღეა ყურადღებას არავინ გვაქცევს. დედამთილი დიალეზზეა, აქვს დიაბეტი და ფილტვებში წყალი, ასე როგორ შეიძლება?! უპატრონოდ დატოვეს ქალი, მასზე ვიფიქრო თუ ოჯახის სხვა წევრებზე აღარ ვიცი, ხუთნი ვართ სახლში“.

ინფიცირებული ქალი დიალეზზე ახალციხის რეფერალურ ჰოსიტალში დადიოდა, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიმარტეს, ასეთ პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება 10 დღეში ერთხელ უტარდებათ. covid-19–ის დადასტურების შემთხვევაში რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს ატყობინებენ.

„ეს ქალბატონი ჩვენთან მკურნალობს მხოლოდ დიალეზზე, მოდის და მიდის. მას გეგმიურად ჩაუტარდა ტესტირება, დაუდგინდა კორონავირუსი, ამ შემთხვევაში ჩვენი ვალდებულებაა შევატყობინოთ თავად ინფიცირებულს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას, მისი ტრანსპორტირება ჩვენი მოვალეობა არ არის. შესაბამისად ჩვენ არ ვართ კოვიდკლინიკა და ვერც მივხედავთ“, – აცხადებენ ჰოსპიტალში.

რატომ წაიყვანეს პაციენტი სახლიდან და რა მიზეზით დააბრუნეს უკან, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა.

„ვერ გპასუხობთ, კითხვები მოგვწერეთ“, – განგვიცხადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რედაქცია პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი ინფიცირებული ქალი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა
ბორჯომელი COVID 19–ით ინფიცირებული ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ახალქალაქელი სასწრაფოს ექიმი  covid-19-ით გარდაიცვალა
COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი
სამცხე–ჯავახეთში COVID-19–ზე ტესტის პასუხს 16 პირი ელოდება
ბაკურიანში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს მანქანა დაეჯახა