FM97.5 / LIVE

პარტია ‘ქართულ არჩევანს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 15.10.2020
პოლიტური პარტია „ქართული არჩევანის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მარიზა ჯიქია იქნება. იგი ბორჯომიდანაა.

პარტია ‘ქართულ არჩევანს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს

მარიზა ჯიქია პარტიამ ცესკოში უკვე დაარეგისტრირა. მას პოლიტიკური გამოციდლება არ აქვს. ამჯამად ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, არის პოეტი და დაახლოებით 30 წლიანი გამოცდილება აქვს სამედიცინო სფეროში.

ამბობს, რომ მეგობრების შემოთავაზებას პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დათანხმდა, რადგან უნდა რომ არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეიცვალოს: „ეს არის პარტია „ქართული არჩევანი“, 14 ნომერით. პარტია ჩამოყალიბდა ჯანსაღი, ინტელექტუალურად მოაზროვნე ადამიანებისგან. ჩემი სამეგობროა და უარი ვერ ვუთხარი. აქამდე სერიოზული პოლიტიკური კავშირი არავისთან მქონია. უბრალოდ არჩევნებზე ვიყავი ხოლმე დამკვირვებელი“, - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი.

მარიზა ჯიქია საკუთარ ამომრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს ვერ მართავს. ამბობს, რომ პარტიას დიდი ფინანსური რესურსი არ აქვს: „ჩვენს პარტიას თანხა არ აქვს. ეს არის მოხალისეების პარტია, რომლებსაც უნდათ, რომ საკანონმდებლო ინიციატივებით მიაღწიონ შედეგს, რომ ებრძოლონ მძიმე რეალობას. ამის შესაცვლელად ვიბრძვით“.

მაჟორიტარობის კანდიდატს მოსწონს და იზიარებს „ქართული არჩევანის“ მიზნებს:

„ჩვენი გეგმაა, როცა პარლამენტში შევალთ, უსახლკაროების უზრუნველყოფა შევძლოთ. გაიზარდოს პენსიები. ვფიქრობთ, რომ პენსია 700 ლარამდე იყოს. სამხედრო პენსია კი 1000 ლარამდე, ადრეც იყო სახელობითი პენსია და ამისი დამკვიდრება გვინდა. უმუშევრობის შემწეობა, ასევე მედიკამენტები, რომლებიც უნდა გაიაფდეს. საბანკო სისტემაში პროცენტები უნდა შემცირდეს და ბანკებმა ნაკლები მოგება უნდა ნახონ და ხალხზე იფიქრონ. და მთავარი - ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ღირსების განცდა, რომელიც დიდი ხანია წაგვართვეს“, - ამბობს ჯიქია.

ამბობს, რომ სურვილი აქვს ის სფეროები განავითაროს, სადაც თავად რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს: მედიცინა, განათლება და კულტურა.

მარიზა ჯიქია ერთ-ერთია იმ 14 მაჟრიტარობის კანდიდატს შორის, რომლებიც ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში არიან რეგისტრირებული.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი - მონაცემები მოკლედ
ვინ არის ‘პატრიოტთა ალიანსის’ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში
‘ქართულ მარშს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება
სამცხეში ‘ჩვენი საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე იქნება
დაუსვი კითხვა პოლიტიკურ პარტიას ან მაჟორიტარობის კანდიდატს ჩვენი დახმარებით
ლეიბორისტულმა პარტიამ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა