FM97.5 / LIVE

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი - მონაცემები მოკლედ

მთავარისიახლე 27.10.2020
რამდენი ამომრჩეველი, საარჩევნო უბანი და მაჟორიტარობის კანდიდატია ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში; ვის უნდა მისცეს ხმა აქაურმა ამომრჩეველმა და დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი საარჩევნო სუბიექტებს შორის.

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი - მონაცემები მოკლედ

31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხე-ჯავახეთში ორი მაჟორიტარული ოლქი იქნება. მათგან ერთია ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის. აქ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 86 215–ია.

ეს მაჟორიტარული ოლქი N17-ეა და იგი ოთხ: ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

N17 მაჟორიტარულ ოლქში სულ 106 საარჩევნო უბანი იქნება.(24 ოქტომბრის მდგომარეობით) მათგან:

ახალციხეში - 35
ადიგენში - 18
ასპინძაში - 23
ბორჯომში - 30

ოლქში რეგისტრირებულია 14 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყველა მათგანი პარტიის მიერ დასახელებულია. არცერთია დამოუკიდებელი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი.

14 კანდიდატიდან სამი ქალია და 11 კაცი. მათგან:

N2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ზურაბი ჩილინგარაშვილი;
N 4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ” გელა კვარაცხელია
N 5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ვაჟა ჩიტაშვილი
N 8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დავით გოგიჩაიშვილი
N 10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ გიორგი ჩიტაური
N 14 „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი“ მარიზა ჯიქია
N 19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ბესარიონ ფოფხაძე
N 20 „საქართველო“ რამაზი გელაშვილი
N 21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ გოდერძი კუბლაშვილი
N 30 „შეცვალე საქართველო” მარიამი ჭრელაშვილი
N 31 თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა ზურაბ ხუციშვილი
N 41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ანტონ ობოლაშვილი
N 55 „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ ოლეგი სანდროშვილი
N 56 „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ იზოლდა ლომიძე

31 ოქტომბერს არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, ასევე პარტიას. ამისათვის მას საარჩევნო უბანზე ორი ბიულეტები დახვდება. ერთზე მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა შემოხაზოს, მეორეზე სასურველი პარტია.

საბოლოოდ, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული სიით შესული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი - მონაცემები მოკლედ
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომში [სია]
მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში
ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [სია]
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში 9 მაჟორიტარობის კანდიდატი დარეგისტრირდა
ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 60 კანდიდატი იბრძვის