FM97.5 / LIVE

სამცხეში ‘ჩვენი საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე იქნება

მთავარისიახლე, მოქალაქე ჟურნალისტები 06.10.2020
პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში ბესარიონ ფოფხაძე დაასახელა, თუმცა კანდიდატი ამბობს, რომ ცესკოს არ ენდობა და არ იცის, მისცემენ თუ არა რეგისტრაციის უფლებას.

სამცხეში ‘ჩვენი საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე იქნება

ბესარიონ ფოფხაძე, ბორჯომის საკრებულოს ყოფილი წევრია, ახლა კენჭს სამცხეში იყრის. ახლადშექმნილ პარტიაში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ იგი სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეა.

„წარდგენა იყო, მაგრამ ჯერ აკრედიტაცია არ მოუციათ ჩემთვის ცესკოდან. არ ვიცი გამატარეს თუ არა. ამიტომ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დამიწყია. არ ვენდობი ცესკოს და ამიტომ მეეჭვება. როცა ოცნებაში ვიყავი, მე შემიცვალეს დოკუმენტები „ოცნების“ შტაბში და ახლა მით უმეტეს არ ვენდობი“, - აცხადებს ფოფხაძე.

იგი 1999 წლიდან პარტია „მრეწველები გადაარჩენს საქართველოს“ წევრი იყო. შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ კოალიციაში გაერთიანდა და ბესარიონ ფოფხაძეც ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სახელით შევიდა.

„ვთვლი, რომ „ოცნებამ“ გაყიდა ძველი გვარდია, გაყიდა ის იდეები, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში და ასე ვთქვათ, მოახდინა ნაცმოძრაობიდან პორტირება თავის რიგებში. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველა ადამიანს, რა საშიშროება იქნება ქვეყნისთვის თუ დარჩა „ქართული ოცნება“. ამისთვის ვიყრი კენჭს მაგ მხარეში, რომ თითოეულ მოქალაქეს შევხვდე და ავუხსნა, რომ ამათი დარჩენა ქვეყნის დამოუკიდებლობას საშიშროების ქვეშ დააყენებს“.

გედევან ფოფხაძე 1972 წლის 13 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. სკოლა ბორჯომში დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

1991 წლის არჩევნებში იყო დამკვირვებელი და კომისიის წევრი.
1998 წელს კენჭი იყარა და გახდა ბორჯომის საკრებულოს წევრი.
1999 წლიდან იყო „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი.
2017 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა, როგორც „ქართული ოცნების“ რიგები, ასევე ბორჯომის საკრებულოც.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჩვენი საქართველოს’ საპარლამენტო სიის ათეულში 2  სამცხე–ჯავახეთიდან არის
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა [R]
'ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა' — ფოფხაძე 'ოცნების' დატოვებაზე
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა [R]
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
'გადავედით ინდივიდუალურ მუშაობაზე და ვვარაუდობთ, რომ მეტ მხარდამჭერს მოვიყვანთ არჩევნებზე' – გედევან ფოფხაძე