FM97.5 / LIVE
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

მთავარიპოლიტიკა 28.10.2013
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ივანე წიკლაურმა პრეზიდენტის კანცელარიაში გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადგომის შესახებ პრეზიდენტის კანცელარიას მიმართეს იმერეთის, ქვემო ქართლის და გურიის გუბერნატორებმაც.

ამ გადაწყვეტილებების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები განიხილეს.

"სამხრეთის კარიბჭე" ამ დრომდე ცდილობდა ივანე წიკლაურთან დაკავშირებას, თუმცა, მისი ტელეფონი გამორთულია. სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობენ. გუბერნატორის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც მის მოადგილეს გელა დემეტრაძეს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად ივანე წიკლაური 2012 წლის 6 ივლისს დაინიშნა, მან გუბერნატორის პოსტზე ლაშა ჭკადუა შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2008 წლის 17 დეკემბრიდან ეკავა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივანე წიკლაური გუშინ თანამშრომლებს დაემშვიდობა
გუბერნატორები დღეს თანამდებობებს დატოვებენ
გუბერნატორი, რომელიც პრესასთან არასდროს გამოჩენილა
დღეიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი შეიცვალა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს