FM97.5 / LIVE

COVID 19: რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბავშვების საბავშვო ბაღში მიყვანისას

მთავარისიახლე, განათლება 11.10.2020
მშობლებს ეკრძალებათ ბაღში შესვლა, მშობელმაც და ბავშვმაც თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში თუ მშობელი პატარას ბაღიდან ერთი საათის განმავლობაში არ წაიყვანს ადმინისტრაცია 112-ში დარეკავს - ამ და სხვა რეკომენდაციების შესრულება მშობლებსა და ბაღის ადმინისტრაციას ხვალიდან, 12 ოქტობრიდან მოუწევთ.

COVID 19: რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბავშვების საბავშვო ბაღში მიყვანისას

12 ოქტომბერს, ორშაბათიდან, საბავშვო ბაღებში სწავლა აღდგება. ადგილზე მისულმა მშობლებმა და აღსაზრდელებმა კორონავირუსის პანდემიის გამო სხვადასხვა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.

„შენობაში შესვლის დროს ყველა ბავშვს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი . 37 გრადუსის ან უფრო მაღალია ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 15 წუთის შემდეგ ჩატარდება განმეორებითი შემოწმება, თუ ბავშვს დაუდასტურდა სიცხე არ დაიშვება სააღმზრდელო პროცესზე. ცხელების დროს პასუხისმგებელი პირები ვალდებულები არიან ერთი საათის განმავლობაში მიაკითხონ პატარას, წონააღმდეგ შემთხევაში ვადის ამოწურვისას ბაღი 112 ში რეკავს. გამომდინარე იქიდან რომ საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა გაზრდილია ჯგუფში ბავშვების რაოოდენობის შემცირება ვერ მოხდება, თუმცა მოხდა მაგიდების გადანაწიება ასევე გაკეთდა სპეციალური ცენტრები.“-ნათქვამია სპეციალურად მომზადებულ ვიდეორგოლში.

აღნიშნული საკითხები ბაღების ადმინისტრაციებმა მშობლებს უკვე გააცვნეს.

„ჯგუფებიდან ხალიჩები აღებული გვაქვს. რბილი სათამაშოები სულ ავიღეთ . მხოლოდ სეთებია რომლებიც ირეცხება.. ყოველ ორ სათში ერთხელ უნდა ჩაუტრდეს დეზინფექცია და ყვეანაირი დამუშაივება უნდა მოხდეს. წყლის ბოთლი სახლიდან ყოველდღე უნდა გამოატანოთ ზედ ბავშვის სახელით. ბავშვის ინდივიდუალური ყუთები უნდა ჰქონდეთ, რომ ყველას თავის მაკრატელი და პლასტირინი ჩავუდოთ. ზედ დააწერთ სახელსა და გვარს.თუ სადღაც მიდიხართ და გინდათ წაყვანა 10 წუთით ადრე ურეკავთ აღმზრდელს.“,-განმარტეს ახალციხის ბაღებში.

ბაღში აღსაზრდელების ჯგუფები სპეციალურად შედგენილი განრიგით მივლენ და დატოვებენ შენობას.

პანდემიის გამო საქართველოში საბავშვო ბაღებს შრომის ინსპექცია ამოწმებს. სამცხე-ჯავახეთში სულ 95 საბავშვო ბაღია, აქედან 9 ოქტომბრის მონაცემებით, ინსპექციამ 50 უკვე შეამოწმა და დადებითი შეფასებაც მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ შემოწმებები კვლავ გრძელდება - „შაბათ-კვირასაც შევამოწმებთ“.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მშობლები ვერ შევლენ შენობაში’ – რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს
ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება
ქალაქის ბაღებში ადგილები თითქმის შევსებულია - ახალციხის ბაღების გაერთიანება
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილებია
ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა