FM97.5 / LIVE

‘მშობლები ვერ შევლენ შენობაში’ – რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში

მთავარისიახლე, განათლება 26.08.2020
შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომლის დაცვაც საბავშო ბაღებს 1–ლი ოქტომბრიდან მოუწევთ.

‘მშობლები ვერ შევლენ შენობაში’ – რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში

პირველადი რეკომენდაციების თანახმად, მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ, ბავშვის მიღება და შემდგომ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი იქნება.

„გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვები დაწესდება ბავშვის გამოყვანის დროსაც, რადგან მშობელი ვერც ამ დროს შევა შენობაში.

„მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან. ასევე დაწესებულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე, ეს ყველაფერი დეტალურად იქნება გაწერილი," - განაცხადა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, სკოლები და თეატრები კი 15 სექტემბრიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ბაგა-ბაღის ოცამდე ბავშვი და პედაგოგები  თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
COVID 19: რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბავშვების საბავშვო ბაღში მიყვანისას
ქალაქის ბაღებში ადგილები თითქმის შევსებულია - ახალციხის ბაღების გაერთიანება
შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს
როდის და რა პირობებით გაიხსნება თეატრები და კინოთეატრები
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება – გახარია