FM97.5 / LIVE

შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 26.08.2020
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, იწყება ბაღების და სკოლების შემოწმება, საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებას მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ შეძლებს.

შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს

ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხვალ, 27 აგვისტოს გახდება ცნობილი.

"ბაღების ფუნქციონირება აღდგება პირველი ოქტომბრიდან. ჩვენ ბიზნესომბუდსმენთან ერთად დღეს გვაქვს დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. დღეს სრულად მოვახდენთ შეჯერებას და ხვალ იქნება უკვე საბოლოო რეკომენდაციები", – ამბობს ბექა ფერაძე.

მისი თქმით, სკოლები ადგილობრივმა რესურსცენტრებმა უკვე შეამოწმეს: "სკოლების ნაწილში შემოწმება განხორციელდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან, რომლებმაც მოამზადეს შემოწმების შემდეგ დადებითი შეფასება. ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას, როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება მათი ფუნქციონირების განახლება," - განაცხადა ბექა ფერაძემ.

დღეს, 26 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან, ხოლო ბაღებში პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მშობლები ვერ შევლენ შენობაში’ – რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში
ქალაქის ბაღებში ადგილები თითქმის შევსებულია - ახალციხის ბაღების გაერთიანება
‘საგანგაშო არაფერი იყო’ – ახალციხის ბაღებში გაზის გაყვანილობები შეამოწმეს
ოქტომბრიდან ახალციხეში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ
ახალციხის ბაგა-ბაღებში სწავლის განახლება ინვენტარით აღჭურვაზეა დამოკიდებული
ახალციხის საბავშვო ბაღებში გაზის გაყვანილობებს შეამოწმებენ
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა რვა იანვრიდან განახლდება